ბლინის ღვეზელი ქათმის ღვიძლით მსუბუქ თეთრ ღვინოსთან ერთად

28 აპრილი, 2017წ

გაზიარება

ბლინის ღვეზელი ქათმის ღვიძლით მსუბუქ თეთრ ღვინოსთან ერთად

ბლინის ღვეზელი ქათმის ღვიძლით მსუბუქ თეთრ ღვინოსთან ერთად

ეს უგემრიელესი კერძი ბევრ თქვენგანს არათუ მომზადებული, ალბათ გასინჯულიც არ ექნება. ამ გემრიელი ღვეზლისთვის გულსართი შეგვიძლია ჩვენი გემოვნებით შევარჩიოთ. გარდა ღვიძლისა, ძალიან მოუხდება ხორცის ან მოშუშული ბოსტნეულის ფარში. მისაყოლებლად სათანადო ღვინოს კი ჩვენ შეგირჩევთ.

ინგრედიენტები

მარილი
ტომატ-პასტა - 1 ს.კ
მაიონეზი - 0.5 ჭ
ზეთი - 1 ს.კ
კარაქი - 3 ს.კ
სტაფილო - 1 ცალი
ხახვი - 2 თავი
ქათმის ღვიძლი - 600 გ
უშაქრო ბლინი - 25-26 ცალი
კვერცხი მოხარშული - 2 ცალი

მომზადების წესი:

ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და დავუმატოთ ღვიძლი. ვშუშოთ 3-4 წუთი. ღვიძლს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და 2-3 წუთი ვშუშოთ. დავაყაროთ გახეხილი სტაფილო და განვაგრძოთ მზადება. როდესაც ღვიძლი და ბოსტნეული მოიშუშება, ჩავზილოთ, დავუმატოთ 2 ს.კ. კარაქი, წვრილად დაჭრილი მოხარშული კარტოფილი, მარილი და პილპილი. 

ფორმას წავუსვათ კარაქი, შიგ ჩავაფინოთ 4-5 ბლინი. ზედ ერთ ფენად მოვათავსოთ ღვიძლის გულსართიანი ბლინები. პირველ ფენას წავუსვათ ცოტა ღვიძლის გულსართი და ზედ მეორე ფენა დავადოთ. ბოლო ფენას რომ დავაწყობთ, ზემოდან დავაფინოთ 1-2 ბლინი და წავუსვათ მაიონეზში არეული ტომატპასტა, მარილი და წიწაკა მოვაყაროთ.

ღვეზელი შევდგათ ღუმელში და დაახლოებით 20 წუთი საშუალო ტემპერატურაზე ვაცხოთ. გადმოვიღოთ ლანგარზე, მოვრთოთ წვრილად დაჭრილი კამით და მაიონეზით.

ღვინის შეხამება:

ამ მეტად ორიგინალურ კერძს ძალიან მოუხდება ევროპული წესით დაყენებული მსუბუქი ღვინოები. მათგან კი აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ ცნობილი ღვინო "წინანდალი". სასურველი იქნება თუკი ღვინო სუფრაზე ჩაციებულ მდგომარეობაში შევა. ჩვენს ინტერნეტ- მაღაზიაში არსებული მრავალი საინტერესო ღვინიდან კომპანია "შუხმანის" 2014 წლის მოსავლის "წინანდალს", "შატო თელავის" "წინანდალს" და მცირე მარნის - "ბაიას ღვინოს" 2015  წლის მოსავლის ცოლიკოურს გირჩევთ.

კერძის რეცეპტი გამოყენებულია  პორტალიდან: gemrielia.ge