მსოფლიოში ღვინის წარმოება შემცირდა

24 აპრილი, 2017წ

გაზიარება

მსოფლიოში ღვინის წარმოება შემცირდა

მსოფლიოში ღვინის წარმოება შემცირდა

2016 წელს მსოფლიოს მასშტაბით ღვინის წარმოება 3.2%-ით დაეცა.
ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის ბოლო კვლევის მიხედვით, ცუდი მოსავლიანობის გამო 2016 წელს მსოფლიოს მასშტაბით სულ 267 მილიონი ჰექტოლიტრი ღვინის წარმოება მოხდა.  2015 წლის ამ მაჩვენებელმა 276 მილიონი ჰექტოლიტრი შეადგინა.

საფრანგეთმა, რომელიც ღვინის წარმოების ოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, გასულ წელს პროდუქტის წარმოება 3.5 მილიონი ჰექტოლიტრით შეამცირა, ხოლო არგენტინამ, რომელიც მეცხრე ადგილზეა - 3.9 მილიონი ჰექტოლიტრით. წარმოება ასევე დაეცა ჩილეში - 10. 1 მილიონი ჰექტოლიტრით და სამხრეთ აფრიკაში - 10. 5 მილიონი ჰექტოლიტრით.
პროცენტულად, ყველაზე დიდი შემცირებები ბრაზილიასა (55 %) და უნგრეთში ( 38%) დაფიქსირდა.

მიუხედავად იმისა, რომ რიგ ქვეყნებში ღვინის წარმოების შემცირება აღინიშნება, საპირისპირო ვითარებაა ჩინეთში, რომელიც მეორე ადგილზეა მსოფლიოში კულტივირებული მიწის ფართობით. ამავე სფეროში პირველ ადგილს ესპანეთი იკავებს, ხოლო მესამეს - საფრანგეთი.
სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოს ნახევარზე მეტს ღვინით იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ჩინეთი და თურქეთი ამარაგებს.


რაც შეეხება ღვინის მოხმარებას, ამ მაჩვენებელმა 2016 წელს 242 მილიონი ჰექტოლიტრი შეადგინა. მომხმარებელ ქვეყნებს შორის 2011 წლიდან ლიდერობს აშშ, სადაც გასულ წელს ღვინის მოხმარებამ 21,8 მილიონი ჰექტოლიტრი შეადგინა, მეორე ადგილზეა საფრანგეთი - 27 მილიონი ჰექტოლიტრი ღვინით, რომელსაც მოსდევს იტალია - 22.5 მილიონი ჰექტოლიტრი, გერმანია - 20.2 მილიონი ჰექტოლიტრი და ჩინეთი - 17.3 მილიონი ჰექტოლიტრი.

პოპულარული ღვინოები

10.85
წინანდალი

წინანდალი

თეთრი მშრალი

19.2
ციცქა ცოლიკოური ქვევრი

ციცქა ცოლიკოური ქვევრი

7
მანავი

მანავი

თეთრი მშრალი

41.95
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი