როგორ მზადდება ნამდვილი თუშური გუდის ყველი და რომელი ღვინო შეეხამება მას

19 აპრილი, 2017წ

გაზიარება

როგორ მზადდება ნამდვილი თუშური გუდის ყველი და რომელი ღვინო შეეხამება მას

როგორ მზადდება ნამდვილი თუშური გუდის ყველი და რომელი ღვინო შეეხამება მას

გუდის ყველი ცხვრის რძისგან დამზადებული ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ყველია, რომელიც პირველად აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კონკრეტულად კი თუშეთში დამზადდა. ამ ყველის დამზადების ტექნოლოგია განსხვავებულია და, რაც მთავარია, საუკეთესო გუდის ყველი მზადდება მხოლოდ ალპურ საძოვრებზე მიღებული ცხვრის რძით. შესაძლებელია გუდის ყველის მომზადება ბარშიც, მაგრამ მას ის საგემოვნებო თვისებები არ ექნება, როგორც მთაში დამზადებულს.

გარკვეული ტექნოლოგიური პროცესების გავლის შემდეგ, ამოყვანილ ყველს ეძლევა ფორმა, გაივლის დამარილების პროცესებს, იდება ახალგაზრდა ცხვრის წინასწარ გაპარსული ტყავისაგან მომზადებულ გუდაში (გუდას მატყლის მხარე შიგნით აქვს), რომელსაც მოუკრავენ პირს, დებენ ხის წვრილ ტოტებზე, რათა ჰქონდეს აერაცია და არ დალპეს. გუდას პერიოდულად ატრიალებენ, რათა ყველმა თანაბრად მიიღოს მარილი და მრგვალი ფორმა. მეორე დღეს უმატებენ წათხს და პერიოდულად კვლავ ატრიალებენ. გუდაში ყველის შენახვა შესაძლებელია დიდი ხნით.

გუდის ყველი კახური ღვინის საუკეთესო მეწყვილედ ითვლება.  ტიპიურ კახურ თეთრ მშრალ ტანინიან ღვინოს ისე კარგად არაფერი ეხამება, როგორც გუდის ყველი. ამ ტიპის ყველთან გამორჩეულად კარგია კახური ქვევრის ღვინო. ჩვენ ამ ღვინოებიდან Vino Terra-ს ქვევრის რქაწითელს, "ვაზისუბნის მამულის" 2015 წლის მოსავლის  ქვევრის რქაწითელსა  და "ძმები ხუციშვილების მარნის" ასევე 2015 წლის  მოსავლის ქვევრის რქაწითელს გირჩევთ.

პოპულარული ღვინოები

26.4
ტვიში

ტვიში

თეთრი ნახევრად ტკბილი

14.22
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

19
წითელი ღვინის ჭიქა (2 ცალი სასაჩუქრე ყუთში) 530 მლ.

წითელი ღვინის ჭიქა (2 ცალი სასაჩუქრე ყუთში) 530 მლ.