რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტი ღვინის შექმნის პროცესში

13 აპრილი, 2017წ

გაზიარება

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტი ღვინის შექმნის პროცესში

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტი ღვინის შექმნის პროცესში

ერთი შეხედვით ნატურალური ღვინო მეტად მარტივი რამაა და ეს არის ყურძნის წვენის გამონაწურისგან ყოველგვარი დანამატის გარეშე, ბუნებრივი დუღილის გზით მიღებული სასმელი.

არის შემთხვევები, როდესაც ყურძნის ან ხილის წვენს (არის ქვეყნები, სადაც ხილის: კომშის, ვაშლის, მარწყვის და სხვა... წვენისგან მიღებული ალკოჰოლური სასმელიც ღვინოდ მიიჩნევა)  წყალს, შაქარს, თაფლს ან სპირტს ამატებენ. ღვინო ამ შემთხვევაშიც ნატურალურად მიიჩნევა, მაგრამ აღნიშნავენ, რომ იგი განზავებული, დამტკბარი ან დასპირტულია.

ღვინოებს, რომლებიც 20%-მდე სპირტს შეიცავს, მსუბუქი ეწოდება, რომლებიც 20%-ზე მეტს -  მაგარი. ღვინის დაყენების დროს ყველაზე მნიშვნელოვანი  საფუარის თვისებების მქონე  სოკოა. მას ერთი საინტერესო თვისება აქვს: ნახშირწყლოვან გარემოში მოხვდება თუ არა, მყისვე საოცარი სისწრაფით იწყებს გამრავლებას. სწორედ მისი გამრავლებით არის გამოწვეული ღვინის დუღილი.

სოკო ცხოველქმედებისთვის ღვინოში არსებულ შაქრებს იყენებს, მაგრამ, ადამიანის ორგანიზმისგან განსხვავებით, მათ ბოლომდე არ შლის, მხოლოდ ნაწილობრივ გადაამუშავებს. სწორედ ასეთი არასრულყოფილი დაშლის შედეგად წარმოიქმნება ნახშირმჟავა აირი და სპირტი. ეს ყოველივე სოკოს სპეციფიკური ცილების -  ენზიმების დამსახურებაა. ენზიმები სხვა არაფერია, თუ არა ფერმენტები, ამიტომ მათი მონაწილეობით მიმდინარე ქიმიურ გარდაქმნებს ფერმენტაციას უწოდებენ.

პოპულარული ღვინოები

9.85
ალაზნის ველი ვარდისფერი

ალაზნის ველი ვარდისფერი

9.6
ქართული ლეგენდა ალაზნის ველი

ქართული ლეგენდა ალაზნის ველი

18
ნაფარეული

ნაფარეული

წითელი მშრალი