ღვინის სმა ბოთლური მეთოდით - ახალი ტენდენცია მსოფლიოში (ვიდეო)

10 აპრილი, 2017წ

გაზიარება

ღვინის სმა ბოთლური მეთოდით - ახალი ტენდენცია მსოფლიოში (ვიდეო)

ღვინის სმა ბოთლური მეთოდით - ახალი ტენდენცია მსოფლიოში (ვიდეო)

ღვინო დასალევად ჯერ ბოთლიდან ჭიქაში რომ უნდა ჩამოვასხათ, ამაზე ალბათ არავინ დავობს. ღვინის ჭიქაში ჩამოსხმას თავისი კულტურა და ხერხებიც აქვს და ამაზეც არაერთხელ გვისაუბრია. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ღვინის არომატის გასახსნელად და გემოს გასაგებად პირდაპირ ბოთლიდნაც კი შეიძლება დალევა. ღვინის სმის ამ მეთოდს მიმდევრები მთელს მსოფლიოში გამოუჩნდნენ.

თანდართულ  ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ დეტალები, თუ როგორ შეიძლება ე.წ. ბოთლური მეთოდით ღვინის დაგემოვნება. არსებობს სპეციალური უფეხო ფუჟერი, რომლის ძირიც ერთგვარი მილის ფუნქციას ასრულებს.  როდესაც ამ ფუჟერს ღვინის გახსნილ   ბოთლში ჩავდებთ,  შესაძლებელი ხდება პირდაპირ ბოთლიდან  ღვინო ისე დავიგემოვნოთ რომ, ღვინის სურნელიც  გავიგოთ, გემოც და არომატიც.

ცხადია, ღვინის ბევრ მოყვარულს ეს მეთოდი არ მოეწონება და ბევრი სამართლიანი პრეტენზიაც შეიძლება გამოითქვას პირდაპირ ბოთლიდან  ღვინის სმის მოყვარულთა მიმართ, მაგრამ  აღნიშნული მიმდინარეობის უკეთ გაგება ნამდვილად ღირს და ერთხელ (თუნდაც ინტერესის გამო) ასე დაგემოვნების ცდაც  შეიძლება.