ჩეხეთში ადგილობრივი ღვინის პოპულარიზაციისათვის "ღვინის ველოტურნირი" გაიმართება

10 აპრილი, 2017წ

გაზიარება

ჩეხეთში ადგილობრივი ღვინის პოპულარიზაციისათვის "ღვინის ველოტურნირი" გაიმართება

ჩეხეთში ადგილობრივი ღვინის პოპულარიზაციისათვის "ღვინის ველოტურნირი" გაიმართება

ჩეხეთში მეღვინეობა სანიმუშოდ განვითარებული ნამდვილად არ არის და, ჩეხური ლუდისგან განსხვავებით, ამ ქვეყნის ღვინის შესახებ უძველესი სასმელის მოყვარულებს ბევრი არაფერი სმენიათ, თუმცა ჩეხეთში ადგილობრივი ღვინის პოპულარიზიციისათვის ერთობ საინტერესო აქცია მოიფიქრეს. ჩეხების გამოცდილება საქართველოსაც გამოადგება, მით უმეტეს, რომ ქართული ღვინო ჩეხურს ნამდვილად არაფრით ჩამოუვარდება და, ძირითადად, ჯობია კიდეც.

29 აპრილს  ჩეხეთში, მორავიის რეგიონიდან სტარტს აიღებს "ღვინის ველოტურნირი", რომელიც  ნებისმიერი მსურველისათვის ჩეხური ღვინის უფასო დაგემოვნებას გულისხმობს. ველოსიპედებზე ამხედრებული, ან სულაც ფეხით მოსაირულე ადამიანები დაახლოებით 100  კილომეტრის რადიუსში ყველა ადგილობრივ ღვინის მარანსა და კომპანიას მოივლიან  -  იქ მათ ღვინის დიდი ნაწილის დაგემოვნება სრულიად უფასოდ შეეძლებათ.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს  შეუძლია და ამგვარი საინტერესო აქტივობებით დაინტერესებული ადამიანები თურმე უკვე ჯავშნიან ჩეხეთისკენ მიმავალ თვითმფინავის ბილეთებს. ღვინის მოყვარულებისთვის ფეხით ან ველოსიპედით  გადაადგილება ერთგვარი მთავარი მოთხოვნაა (წინააღმდეგ შემთხვევაში ღვინის მარნები ღვინოს უფასოდ არავის გაასინჯებენ) და ეს ადგილობრივი ღვინის პოპულარიზაციასთან ერთად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდასაც ემსახურება.

პოპულარული ღვინოები

34.95
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

15
ცოლიკოური

ცოლიკოური

თეთრი მშრალი

48.95
ხაშმის საფერავი

ხაშმის საფერავი

წითელი მშრალი