ვაზის შეწამლვა და დაავადებები - რჩევები ახალბედა მევენახეებს

29 მარტი, 2017წ

გაზიარება

ვაზის შეწამლვა და დაავადებები - რჩევები ახალბედა მევენახეებს

ვაზის შეწამლვა და დაავადებები - რჩევები ახალბედა მევენახეებს

ვაზის მოვლის დროს, ვენახის წამლობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმეა, რადგან წამლობისას დაშვებულმა შეცდომებმა შესაძლებელია მთელი მოსავალი გააფუჭოს, ანდა ყურძნის ხარისხი საგრძნობლად დაწიოს დაბლა.

ვაზის კულტურა და მოსავალი ბევრადაა დამოკიდებული გავრცელებულ  მავნე დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების დროულ ჩატარებაზე. თუ ეს ღონისძიებები დროულად და აგრო-ვადებში არ იქნა ჩატარებული მოსავლიანობა მინიმუმამდე შემცირდება, მოწეული მოსავლის ხარისხი გაუარესდება და შეფერხდება თვით მცენარის ზრდა-განვითარება.  საბოლოოდ კი მცენარე დაკნინდება და დაიღუპება.

ვაზის დაავადებებია: ჭრაქი, ნაცარი, ყურძნის თეთრი, შავი და ნაცრისფერი სიდამპლე, ფუზარიოზი, ანთრაქნოზი და ბაქტერიული კიბო. ვაზის მავნებლებია: ფესვის და ფოთვლის ფულოქსერა, მარმარილოს ღრაჭა, მავთულა ჭია, ვაზის ცრუფარიანა, კვირტის და ყურძნის ჭია, ვაზის ფოთოლხვევია, ფოთლის აბლაბუდა ტკიპა, შემოდგომის ხვატარი და სხვა.

ამ კულტურის მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ძალზედ ეფექტურია დაცვის ინტეგრირებული მეთოდების (აგროტექნიკური, მექანიკური, ბიოლოგიური და ქიმიური) გამოყენება.

ბრძოლის აღნიშნული მეთოდების გამოყენება იწყება გვიან შემოდგომაზე მოსავლის აღების შემდეგ და გრძელდება მომავალი წლის მოსავლის აღებამდე. ბრძოლის ღონისძიებების ჩატარების ჯერადობა დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე, ჯიშზე, ზვრების ადგილმდებარეობაზე, მავნე ორგანიზმების გავრცელების სიხშირეზე და მათი განვითარების ფაზებზე. როგორც წესი ქიმიური ბრძოლის ღონისძიება (შესხურება) ტარედება ფუნგიციდ-ინსექტიციდისა და მინერალური ზეთის ემულსიის კომბინირებით.

ყურძნის სიმწიფის დაწყებამდე ხშირი და ხანგრძლივი წვიმიანი ამინდის შემთხვევაში, ვაზის შეწამვლა რეკომენდირებულია იმავე პრეპარატებით, რომლებიც წინა წამლობებისას გამოვიყენეთ.

პოპულარული ღვინოები

8
ალაზნის ველი თეთრი

ალაზნის ველი თეთრი

12.5
წინანდალი

წინანდალი

თეთრი მშრალი

10.5
საფერავი ნახევრად ტკბილი

საფერავი ნახევრად ტკბილი

წითელი ნახევრად ტკბილი

14
ცქრიალა ნახევრად ტკბილი

ცქრიალა ნახევრად ტკბილი

24.95
რქაწითელი წარაფი

რქაწითელი წარაფი

თეთრი მშრალი