ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღვინის რუკის პრეზენტაცია გაიმართება

28 მარტი, 2017წ

გაზიარება

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღვინის რუკის პრეზენტაცია გაიმართება

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღვინის რუკის პრეზენტაცია გაიმართება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საქართველოს ღვინის რუკის ”საქართველო - ღვინის აკვანი” პრეზენტაცია 31 მარტს, 18:00 საათზე გაიმართება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა წლებში შესრულებული მხატვრული რუკები, ღვინის კომპანიების პროდუქცია და სტენდები. საქართველოს ღვინის რუკის შექმნა ხელს უწყობს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს წარმოჩენას როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

„რუკის დათვალიერება განსაკუთრებით საინტერესო იქნება უცხოელი სტუმრებისთვის და ტურისტებისთვის. ისინი გაეცნობიან საქართველოს, როგორც ღვინის წარმოების, ტრადიციებისა და უძველესი კულტურის ქვეყანას“, -  განაცხადეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია, ღვინის კომპანიები, ტურისტული ორგანიზაციები. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და "არტ  გალერეა".

წაიკითხეთ ასევე: მარნები, სასტუმროები და რესტორნები ერთ რუკაზე - პირველად საქართველოში ღვინის ციფრული გზამკვლევი შეიქმნა

პოპულარული ღვინოები

17
მანავი კასრის

მანავი კასრის

თეთრი მშრალი

9.6
ქართული ლეგენდა ალაზნის ველი

ქართული ლეგენდა ალაზნის ველი