საინტერესო ფაქტები მსოფლიოში ვაზის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯიშის შესახებ

10 ნოემბერი, 2020წ

გაზიარება

საინტერესო ფაქტები მსოფლიოში ვაზის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯიშის შესახებ

საინტერესო ფაქტები მსოფლიოში ვაზის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯიშის შესახებ

სოვინიონ ბლანი ვაზის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯიშია მსოფლიოში, რაზეც მისი გავრცელება მეტყველებს. ის ხარობს პრაქტიკულად ყველა კონტინენტზე ანტარქტიდის გარდა. სოვინიონ ბლანს ყველგან შეხვდებით. შარდონეს შემდეგ ის ნომერი მეორეა მსოფლიოში განაშენიანების ფართობების მიხედვით.

თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ იყო. სოვინიონ ბლანმა განსაკუთრებული პოპულარობა 2000-იანი წლების დასაწყისიდან მოიხვეჭა, როცა მთელი 70 %-ით გაიზარდა ფართობები, სადაც ვაზის ეს თეთრყურძნიანი ჯიში გახლდათ გაშენებული.

სოვინიონ ბლანი მე-19 საუკუნიდან არის ცნობილი, მაგრამ მაშინ მას შეცდომით "მუსკატ-სილვანერს" უწოდებდნენ. დღეს ჩვენ უკვე დაზუსტებით ვიცით, რომ მას ორი "მშობელი" ჯიში ჰყავს - შენინ ბლანი და ტრამინერი.

სოვინიონ ბლანი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, მაგრამ ყველაზე პოპულარული მაინც მშობლიურ საფრანგეთშია. მას აღიარებენ ასევე იტალიაში და საკუთარი სამშობლოდან 17 ათასი კილომეტრით დაშორებულ ახალ ზელანდიაში.

ასევე დაგაინტერესებთ: კიანტის სამასწლოვანი ისტორია, ტოსკანა და მედიჩების სახელგანთქმული დინასტია

საფრანგეთში სოვინიონ ბლანის ფართობები 29 ათას ჰექტარს მოიცავს, იტალიაში 18 ათასს, ახალ ზელანდიაში 17 ათასს, აშშ-ში 16 ათასს, ჩილეში 12 500-ს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კი 9500 ჰექტარს. გარდა ამისა სოვნიონ ბლანი მოჰყავთ ასევე ავსტრალიაში (7000 ჰექტარი), ესპანეთში (2500 ჰექტარი), გერმანიაში (1100 ჰექტარი) და ავსტრიაში (1000 ჰექტარი).

ლუარაში ღვინოებს თითქმის 100 %-ით სოვინიონ ბლანისგან ამზადებენ.

ეს ჯიში დიდი რაოდენობით ხარობს ასევე ბორდოში.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ახალზელანდიური სოვინიონ ბლანი, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. ვაზის ეს ჯიში ახალი ზელანდიის ჰავას ძალიან კარგად შეერწყა და შეეთვისა.

ასევე დაგაინტერესებთ: მსოფლიო ჯიში, რომლის წარმომავლობაზე კამათი დღემდე არ წყდება

განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობები სოვინიონ ბლანისთვის აღმოჩნდა ორი ყველაზე დიდი ახალზელანდიური კუნძულიდან ერთ-ერთზე, რომელიც სამხრეთით მდებარეობს. მარლბოროს რეგიონი წამყვან ადგილს იკავებს ახალზელანდიური სოვინიონ ბლანის ვენახების ფართობების სიდიდის მიხედვით. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ახალი ზელანდიის ღვინოების 60 %-ზე მეტი სოვინიონ ბლანის ყურძნისგან იწარმოება.

სოვინიონ ბლანის არომატები იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მწიფეა ყურძენი, მაგრამ როგორც წესი ამ ჯიშის ყურძნისგან დამზადებულ ღვინოს ციტრუსების და ხურტკმელის არომატები აქვს. გარდა ამისა, მასში ახლად მოთიბული ბალახის სურნელსაც ამოიცნობთ, ხოლო თუ სოვინიონ ბლანის ყურძენი გვიან დაკრიფეთ, მისი ღვინო ტროპიკული ხილის და ატმის არომატებსაც იოლად შეიძენს.

როგორც წესი სოვინიონ ბლანისგან მზადდება მშრალი ღვინოები, რომლებსაც ძალიან იშვიათად ასხამენ კასრებში, რადგან არცერთი ეს ღვინო მნიშვნელოვანი სხეულიანობით არ გამოირჩევა. თუმცა, გამონაკლისებიც არსებობს: ავსტრიაში სოვინიონ ბლანს კასრებში აყენებენ. აქ ამ ჯიშის ყურძენს ძალიან სხეულიანი ღვინო აქვს.

დავით ჩუთლაშვილი

ასევე დაგაინტერესებთ: 

ნიკოლოზ მეორის უნიკალური ღვინოების საცავი, რომლის არსებობა 60 წლის მანძილზე გასაიდუმლოებული იყო

იტალიაში კომპანია “ბადაგონის” რამდენიმე ღვინომ დიდ წარმატებას მიაღწია

კახური ტრადიციული მარანი და თვითნასწავლი მხატვრის მიერ შემკული ღვინის ბოთლები

პოპულარული ღვინოები

27.95
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

12
ახაშენი

ახაშენი

წითელი ნახევრად ტკბილი

32
მწვანე

მწვანე

თეთრი მშრალი