დავით და ტარიელ კობიძეების ისტორია

09 ნოემბერი, 2020წ

გაზიარება

დავით და ტარიელ კობიძეების ისტორია

დავით და ტარიელ კობიძეების ისტორია

დავით და ტარიელ კობიძის საოჯახო მარანი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, გურიის რეგიონის აღმოსავლეთით, სოფ. ერკეთშიმდინარე სუფსის ულამაზეს ხეობაში.       ერკეთი ისტორიული სოფელია, სადაც არის VIII საუკუნის ეკლესია და უძველესი ციხე- ნანგრევები. ისტორიული ცნობებიდღემდე შემორჩენილი უძველესი ქვევრები და  ვაზის სხვადასხვა აბორიგენული ჯიშები იმაზე მიუთითებს რომმევენახეობა-მეღვინეობა გურიაში და მათ შორის ერკეთშიც ოდითგანვე ყოფილა განვითარებული, მეღვინეების უმეტესობა დღესაც  არ ივიწყებს ღვინის დაწურვის         8 000 წლოვან ქართულ ტრადიციას.

 

                                                             

 

 

Allwine.ge გურულ მეღვინეებს ახლოს გაგაცნობთ და მათ ისტორიასა და სამომავლო გეგმებს გაგიზიარებთ.

 

  • დავით და ტატო მოგესალმებით, როდიდან დაიწყო თქვენს ოჯახში ღვინის დაყენების ისტორია და რამდენი ხანია გრძელდება?

კობიძეების ოჯახში მევენახეობა-მეღვინეობა სათავეს წინაპრებისგან იღებს, ჩვენ კი ამ ოჯახის მეექვსე თაობას წარმოვადგენთ. 

 

  • რა ფაქტორებმა განაპირობა თქვენი ღვინის წარმოებაში ჩართვა და ეს თქვენთვის რამდენად საინტერესო პროცესია?

ტრადიციების პატივისცემამ, ვაზისა და ღვინის სიყვარულმა და საუკუნეების მანძილზე წინაპართაგან დაგროვებულმა ცოდნამ გადაგვაწყვეტინა ჩვენი საოჯახო მეურნეობისთვის ახალი სიცოცხლე გვეჩუქებინა. მოვიძიეთ ვაზის ძველი ადგილობრივი და მივიწყებული ჯიშები, რომელთაც თავი  საკოლექციო ნაკვეთში მოვუყარეთ. ამ ნაკვეთში 15 ენდემური გურული ვაზის 15 ჯიში გვაქვს გაშენებული.

 

                                                              

 

 

  • თქვენი მარანი გურიაში რამდენი სახეობის ღვინოსა და მაღალალკოჰოლურ სასმელს აწარმოებს?

 

კობიძეების მარანი დღეისათვის 6 სახეობის ღვინოს აწარმოებს.

ჩხავერი    თეთრი-მშრალი

ჩხავერი    ვარდისფერი-მშრალი

ჯანი-სხილათობანი     წითელი-მშრალი

ალადასტური       წითელი-მშრალი

საკმიელა-კამური     თეთრი-მშრალი

ცოლიკაური    თეთრი-მშრალი

 

  • გაქვთ თუ არა თქვენი ვენახები თუ სხვა მევენახეებისგან ყიდულობთ ყურძენს? მარტო ადგილობრივ გურულ ჯიშებზე აკეთებთ აქცენტს თუ სხვადასხვა რეგიონის ჯიშებისგანაც აყენებთ ღვინოს?

ჩვენი მიზანია პოპულარიზაცია გავუწიოთ გურულ ჯიშებს და მათგან წარმოებულ ღვინოებს, რომ შემდეგ ისინი არამარტო საქართველოს, არამედ მთელს მსოფლიოს გავაცნოთ. ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობთ და შეძლებისდაგვარდ ვცდილობთ ჩვენი ღვინოები ყველასთვის ცნობადი გავხადოთ. 

 

  • როგორი ტექნოლოგიებით აყენებთ ღვინოს, კლასიკური თუ ტრადიციული(ქვევრში დაყენების) მეთოდით?

ჩვენთვის ტრადიციების შენარჩუნება ძირითადი პრიორიტეტია, ამიტომ უპირატესობას ქვევრში დაყენების მეთოდს ვანიჭებთ.

 

 

                                                                  

 

 

  •  წლის განმავლობაში რა რაოდენობის პროდუქციას აწარმოებთ?

2014 წელს პირველი 50 ბოთლი ბრენდირებული ღვინო ჩამოვასხით, რაც ჩვენი მეგობრის, გამორჩეული მეღვინისა და პიროვნების ზურაბ თოფურიძის დამსახურებაა. დღეისათვის კი 4500-5000 ბოთლამდე გაიზარდა ჩვენი პროდუქცია. 

 

  • აპირებთ თუ არა სამომავლოდ წარმოების გაზრდას?

მხოლოდ ღვინის რაოდენობრივი ზრდა ჩვენი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. ყოველთვის მთავარი იყო ნატურალური ღვინო და მისი ხარისხი. ჩვენი აზრით მცირე საოჯახო მარნები გარკვეულ რაოდენობრივ ზღვარს მიღმა აღარ უნდა განვითარდნენ, რათა ხარისხი  ყოველთვის პირველ პლანზე უნდა იდგეს. 

 

  • საქართველოში ყიდით მარტო თქვენს ღვინოს თუ ექსპორტზეც გაგაქვთ?

კობიძეების მარნის ღვინო იყიდება როგორც ადგილობრივ ისე უცხოურ ბაზარზე.

 

  • რომელ ქვეყნებში გაგაქვთ ექსპორტზე ღვინო და რა რაოდენობით?

ამ ეტაპისთვის ექსპორტი მხოლოდ აშშ- ში ხორციელდება, თუმცა ახალი ბაზრებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

 

  • ღებთ თუ არა ადგილობრივ და უცხო ქვეყნებში გამართულ ღვინის კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობას?

დათოს ღვინო რეგულარულად არის წარმოდგენილი ადგილობრივ კონკურსებსა და ფესტივალებზე.

 

  • რამდენად იმოქმედა არსებულმა კოვიდ სიტუაციამ თქვენს გაყიდვებზე?

კოვიდვითარებამ მთლიანი მსოფლის მაჯისცემა შეცვალა და ავტომატურად შეეხო ღვინის გაყიდვებსაც. გაყიდვები საგრძნობლადაა შემცირებული ქართულ ბაზარზე, თუმცა ექსპორტმა წინა წელთან შედარებით იმატა.

 

  • წელს რა რაოდენობის ყურძენი მიიღეთ და როგორ შეაფასებდით წლევანდელ რთველს? 

წლევანდელი რთველი ერთ-ერთი გამორჩეულია გურიის რეგიონისთვის უხვი მოსავლითა და ყურძნის მაღალი ხარისხით.

  • უცილებელია თუ არა სახელმწიფო ეხმარებოდეს მცირე საოჯახო მარნებს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე და დაგჭირდათ თუ არა თქვენ რაიმე სახის დახმარება?

მცირე საოჯახო მარნებისთვის სახელმწიფოს დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი შემდგომი განვითარებისთვის.

 

 

                                                               

 

  •  როგორი იქნება თქვენი აზრით მომდევნო წელი ქართული მეღვინეებისთვის?

ჩვენ იმედს ვიტოვებთ მომავალი წელი ყველა მევენახე-მეღვინესა და მთლიანად ქვეყნისთვის იქნება უფრო წარმატებული და სასიამოვნო სიახლეებით სავსე.

 

წარმატებებს და კარგ მოსავალს გისურვებთ...

დიდი მადლობა ჩვენი მარნით დაინტერესებისთვის, ვეცდებით მომხმარებელი კარგი და საინტერესო გურული ღვინოებით გავახაროთ…

 

 

ილიკო კილაძე

პოპულარული ღვინოები

32
მწვანე

მწვანე

თეთრი მშრალი

25.5
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

36.95
ტვიში

ტვიში

თეთრი ნახევრად ტკბილი