ცოლიკოურის გამორჩეული ჯიშური თვისებები მის ღვინოს უნიკალურ სასმელად აქცევს

04 ნოემბერი, 2020წ

გაზიარება

ცოლიკოურის გამორჩეული ჯიშური თვისებები მის ღვინოს უნიკალურ სასმელად აქცევს

ცოლიკოურის გამორჩეული ჯიშური თვისებები მის ღვინოს უნიკალურ სასმელად აქცევს

ქართულ ვაზის ჯიშებს შორის ცოლიკოურს საკუთარი განსაკუთრებული თვისებების გამო გამორჩეული ადგილი უკავია. მას ყველაფერი აქვს, რაც ვაზის უმაღლესი კლასის ჯიშს შეშვენის; გააჩნია უხვმოსავლიანობა, გამძლეობა, კლიმატის მიმართ შემგუებლობა, ხოლო მისი ყურძნისგან დამზადებულ ღვინოს საუკეთესო გემო და არომატები აქვს. სწორედ ამიტომ არის ცოლიკოური ასე ფართოდ გავრცელებული და ცნობილი. ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული ქართული ჯიშია და საპატიო ადგილიც უკავია ჩვენს ქვეყანაში. 

ცოლიკოური იმდენად ძველია, რომ ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის ათასობით წლის წინ გაჩნდა. მის სიძველეზე უამრავი კლონის და ვარიაციის არსებობაც მიუთითებს, ხოლო პოპულარობაზე ის მიგვანიშნებს, რომ რამდენიმე სხვა ჯიშს შეცდომით უწოდებენ ცოლიკოურს. ასეთებია მაგალითად ობჩური და ბაზალეთური ცოლიკოური, რომლებიც არსობრივად სრულიად სხვა ჯიშებია.

ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ ღვინოს უნდა ახასიათებდეს ბუნებრივი სიტკბო. ცოლიკოურის ყურძნისგან სწორედ ასეთი ღვინოები მზადდება. ესენია ღია ოქროსფერიდან მუქ ჩალისფერში გარდამავალი ღვინოები, რომელთაც საუკეთესო სხეულიანობა, სტაბილური და ზომიერი მჟავიანობა და უაღრესად სასიამოვნო გემო აქვთ.

ასევე დაგაინტერესებთ: რამდენი საწნახელი შეიძლება ჰქონდეს რაჭულ მარანს? - ამ კითხვაზე პასუხს ანა გოდაბრელიძის ახალ გადაცემაში იპოვით

ცოლიკოური გვიან შემოდის და ამიტომ შაქრის აღებას ნიადაგიდან კარგად ასწრებს. უყვარს თბილი და მზიანი სივრცეები და ზომიერი ტენიანობის პირობებში საუკეთესო ჯიშურ თვისებებს ავლენს.

ასევე დაგაინტერესებთ: შვედეთში ქართული ღვინის მარანი გაიხსნა

ცოლიკოური მოჰყავთ გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოში, აჭარასა და აფხაზეთში. მისგან ღვინოს ამზადებენ როგორც იმერული ტრადიციული წესით, ასევე ევროპულადაც.

ცოლიკოურის ყურძენს ოქტომბრის მეორე ნახევრიდან კრეფენ. მისი შაქრიანობა ხშირად 25 %-საც კი აღწევს, ხოლო მჟავიანობა 9,5 გ/ლ-ს. მისგან დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ორი ღვინო მზადდება. ესენია: „სვირი“ (ციცქასთან ერთად) და „ტვიში“. სვირს მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით ჯანსაღი, უზადო, ჰარმონიული, სასიამოვნო, ხალისიანი და დახვეწილი ღვინო აქვს, რომელიც დავარგებისას ხილის ტონების მქონე სასიამოვნო ბუკეტს ივითარებს, ხოლო ტვიში ძალიან მდიდარი ხავერდოვნებით და ცოცხალი სურნელებით გამორჩეულია. მის კარგი სხეულიანობის მქონე ღვინოს ხალასი მჟავიანობა და ბუნებრივი სიტკბო აქვს. მასში მწიფე მსხლის, ქლიავისა და ატმის მრავალფეროვანი ბუკეტი იგრძნობა, საინტერესოდ გაზავებული მინდვრის ცოცხალი ყვავილების არომატებით.

დავით ჩუთლაშვილი

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

ნიკოლოზ მეორის უნიკალური ღვინოების საცავი, რომლის არსებობა 60 წლის მანძილზე გასაიდუმლოებული იყო

იტალიაში კომპანია “ბადაგონის” რამდენიმე ღვინომ დიდ წარმატებას მიაღწია

კახური ტრადიციული მარანი და თვითნასწავლი მხატვრის მიერ შემკული ღვინის ბოთლები

პოპულარული ღვინოები

169
უსახელაური - სასაჩუქრე ყუთით

უსახელაური - სასაჩუქრე ყუთით

წითელი ნახევრად ტკბილი

21.5
ჩინური

ჩინური

თეთრი ნახევრად მშრალი

5
თეთრი მშრალი

თეთრი მშრალი

თეთრი მშრალი

39.17
ცოლიკაური

ცოლიკაური

თეთრი მშრალი