რატომ აქვს ღვინის და შამპანურის ბოთლებს შეზნექილი ძირი?

04 ნოემბერი, 2020წ

გაზიარება

რატომ აქვს ღვინის და შამპანურის ბოთლებს შეზნექილი ძირი?

რატომ აქვს ღვინის და შამპანურის ბოთლებს შეზნექილი ძირი?

ალბათ ყველას გაგჩენიათ შეკითხვა, თუ რატომ გამოიყურება ღვინის სტანდარტული ბოთლი ლიმონათის ან მინერალური წყლის ბოთლებისგან განსხვავებულად და რატომ აქვს მას შიგნით შეზნექილი ძირი. ამაზე არსებობს სათანადო პასუხი; ღვინის ბოთლის ფორმას მასში ჩასხმული სითხე განაპირობებს. ღვინის ან შამპანურის ბოთლის ძირი საჭიროებას პასუხობს, ხოლო თუ როგორ, ამას ქვემოთ შეიტყობთ.

თავდაპირველად დავიწყოთ იმით, რომ არსებობს რამდენიმე გავრცელებული “თეორია” იმის შესახებ, თუ რატომ არის ღვინის ბოთლის ძირი შიგნით შეზნექილი. ზოგს მიაჩნია, რომ ეს ასე იმიტომ ხდება, რომ ღვინო უკეთ ჩამოისხას და ხელის წასავლებად შეზნექილი ფორმა რადგან მარტივია, შესაბამისად მარტივია ასევე აქედან ღვინის ჩამოსხმაც. ზოგს ჰგონია, რომ ეს ერთგვარი ხრიკია, რათა შედარებით მცირე რაოდენობის ღვინო “გაბევრდეს” და მყიდველს ეგონოს, რომ იმაზე მეტი ღვინო შეიძინა, ვიდრე ამას რეალურად ჰქონდა ადგილი. მაგრამ ყველა მსგავსი “თეორია” მოკლებულია სიმართლის ყოველგვარ ნიშანწყალს და საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ უშინაარსო ვარაუდებს წარმოადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ: 5 ნიშანი, რაც ღვინის მცოდნეს გამოარჩევს

მაშ რეალურად რასთან გვაქვს საქმე?

ღვინის ბოთლის ძირის შეზნექილი ფორმის მიზეზი არის მისი შიგთავსი. საქმე იმაშია, რომ შამპანური და ცქრიალა ღვინოები ნახშირორჟანგს ჭარბად შეიცავს, რაც სასმელს სასიამოვნო გაზიანობას ანიჭებს. მაგრამ მეორეს მხრივ, სწორედ იგივე ნახშირორჟანგი დიდი წნევით აწვება ბოთლის მთლიან შიდა ზედაპირს, ხოლო ყველაზე განსაკუთრებული დაწოლა სწორედ ძირზე მოდის. იმის გამო, რომ ბოთლის ძირი შეზნექილია, წნევა თანაბრად ნაწილდება მინის კედლებზე, რაც იმის გარანტიაა, რომ ბოთლი არ გასკდება.

ასევე დაგაინტერესებთ: ღვინო, რომელსაც თხევად ოქროს უწოდებენ

ეს ყოველივე გასაგებია, როცა საქმე შამპანურს და ცქრიალა ღვინოს ეხება, მაგრამ ღვინის ჩვეულებრივ ბოთლს რატომ აქვს შეზნექილი ძირი?

აქაც მიზეზი ძალიან მარტივია: საქმე იმაშია, რომ საცობის დაყენების დროს ბოთლი დიდი წნევის ქვეშ ექცევა და დაწოლას რომ გაუძლოს, სწორედ ამის გამო აქვს სათანადო ფორმის შეღრმავებული ძირი.

ღვინის საცობი იმგვარი წნევით ჩადის, რომ ბოთლი ამ დროს ავტომანქანის საბურავის ორმაგ დაწოლას უძლებს. სწორი ძირის მქონე ბოთლი ამდენს ვერ გაუძლებდა და გასკდებოდა.

დავით ჩუთლაშვილი

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

წყვილმა კორონავირუსის გამო ღვინო საკრუიზო ხომალდზე დრონით მიატანინა

მეცნიერების ცნობით გლობალური დათბობა სავენახე ფართობების ნახევარს მალე უდაბურს გახდის

პოპულარულმა ამერიკულმა ჟურნალმა ქართული ნატურალური ღვინის შესახებ სტატია გამოაქვეყნა