უნგრული ოჯახი, რომელიც ღვინოს ტრადიციული ქართული მეთოდით ამზადებს

22 ოქტომბერი, 2020წ

გაზიარება

უნგრული ოჯახი, რომელიც ღვინოს ტრადიციული ქართული მეთოდით ამზადებს

უნგრული ოჯახი, რომელიც ღვინოს ტრადიციული ქართული მეთოდით ამზადებს

პეტერ ნაგი უნგრელია, რომელმაც ღვინის დამზადება ოჯახთან ერთად ქართული ტრადიციული მეთოდით დაიწყო და ადგილობრივი მედიის ყურადღებაც მიიქცია. მისი წამოწყების შესახებ გამოცემა gazdasag იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, პეტერ ნაგმა უნგრეთის სამხრეთში, ბაჩ-კოშკუნის სოფელ მორიცგატში დაახლოებით ათი წლის წინ მეღვინეობა ააღორძინა და 3 ჰექტრის ფართობზე პირველი ვენახი გააშენა.

ბაჩ-კოშკუნი უნგრეთის მევენახეობით ცნობილი რეგიონია, ხოლო მეღვინეობა, რომელიც პეტერ ნაგმა თავის ოჯახთან ერთად აღადგინა, 1870 წელს არის დაარსებული.

ვენახს პეტერი ასევე ოჯახთან ერთად უვლის. აქ გენეროზას, რისლინგის და ბლუ ფრანკის ჯიშების ვაზი ხარობს.

ოჯახს ძალიან სურდა, ღვინო უშუალოდ ქართულ ქვევრში დაემზადებინა. ამიტომ პირველი ქვევრი საქართველოში შეიძინეს, მისი ტრანსპორტირება კი თავდაპირველად შავი ზღვის გავლით, ბულგარეთის საპორტო ქალაქ ვარნაში მოახდინეს. ქვევრი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ტვირთთან ერთად იქნა გადატანილი.

ასევე დაგაინტერესებთ: რამდენი საწნახელი შეიძლება ჰქონდეს რაჭულ მარანს? - ამ კითხვაზე პასუხს ანა გოდაბრელიძის ახალ გადაცემაში იპოვით

ვარნაში მოხვედრის შემდეგ ქვევრი ავტომანქანაზე დაუდეს და ამგვარად ჩაიტანეს მორიცგატში.

დღეს ოჯახი ერთის ნაცვლად უკვე რვა ქართულ ქვევრს ფლობს, რომელიც მიწაშია დაფლული, სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ სივრცეში. უნგრელი მეღვინეები ცდილობენ, ქვევრის ღვინის მაქსიმალური პოპულარიზაცია მოახდინონ და მშობლიური მევენახეობის და ქართული ტრადიციული მეღვინეობის შეხამება საუკეთესოდ მოახერხონ. მსგავსი მიზანი აქვს პეტერის ვაჟს, შიმონს, რომელმაც უმაღლესი განათლება საკუთარი მამის მსგავსად მევენახეობა-მეღვინეობის დარგში მიიღო. ის ქვევრის ღვინის დამზადების შესახებ პრაქტიკულ ცოდნას წლების მანძილზე სწორედ ქართულ მარნებში ეუფლებოდა.

სამომავლოდ ნაგების ოჯახი მთლიანად ბიოლოგიური წესით აპირებს ყურძნის მოყვანას და ვაზის მოვლას. მათივე განცხადებით, მალე ბოლომდე ორგანულ მეურნეობაზე გადასვლას გეგმავენ და ყველაფერს საკუთარი ხელით მოუვლიან და მიხედავენ, ყოველგვარი მექანიზაციის გარეშე. გარდა ამისა, ბუნებრივი ნედლეულის გამოყენებით მოხდება 1870 წელს დაარსებული მამულის და მეღვინეობის სრული რეკონსტრუქცია და ქვევრებისთვის დახურული ტიპის მარანი მომზადდება, რომელშიც შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმი იარსებებს.

ასევე დაგაინტერესებთ: შვედეთში ქართული ღვინის მარანი გაიხსნა

ძალიან საინტერესოა ასევე ისიც, რომ პეტერ ნაგის საოჯახო მამულში პერიოდულად ეწყობა კულტურული ხასიათის ღონისძიებები მუსიკალური და ლიტერატურული საღამოების სახით და ის ვიზიტორებისთვის მუდმივად ღიაა.

როგორც ჩანს, პეტერ ნაგს ქვევრში სასმელის დამზადებისკენ მნიშვნელოვანწილად იმ ფაქტმა უბიძგა, რომ აღნიშნულ მეთოდს, რომელიც 8 ათას წელიწადს ითვლის, “იუნესკომ” არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

ქვევრის ღვინით გატაცებული უნგრული ოჯახი სამომავლოდ საქმიანობის გაფართოებას გეგმავს. პეტერ ნაგს სურს, რომ საკუთარ მარანში არსებული ქვევრების რაოდენობა თანდათან გაიზარდოს და ბიზნესი საბოლოოდ ძალიან სერიოზულ და მასშტაბურ წამოწყებად აქციოს, რისთვისაც ძალღონეს არ იშურებს.

დავით ჩუთლაშვილი

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

ნიკოლოზ მეორის უნიკალური ღვინოების საცავი, რომლის არსებობა 60 წლის მანძილზე გასაიდუმლოებული იყო

იტალიაში კომპანია “ბადაგონის” რამდენიმე ღვინომ დიდ წარმატებას მიაღწია

კახური ტრადიციული მარანი და თვითნასწავლი მხატვრის მიერ შემკული ღვინის ბოთლები

პოპულარული ღვინოები

17
მანავი კასრის

მანავი კასრის

თეთრი მშრალი

9.9
ფიროსმანი

ფიროსმანი

წითელი ნახევრად ტკბილი

14.9
ცქრიალა წითელი ნახევრად ტკბილი

ცქრიალა წითელი ნახევრად ტკბილი

ნახევრად ტკბილი