გერმანელ მევენახეებს ღვინის დაყენების ქართული ტექნოლოგიები გააცნეს

15 მარტი, 2017წ

გაზიარება

გერმანელ მევენახეებს ღვინის დაყენების ქართული ტექნოლოგიები გააცნეს

გერმანელ მევენახეებს ღვინის დაყენების ქართული ტექნოლოგიები გააცნეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლევან უჯმაჯურიძე, დავით ჩიჩუასთან (ცენტრის სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის ხელმძღვანელი) და მაია მირველაშვილთან (მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის თანამშრომელი) ერთად, სამუშაო ვიზიტით გერმანიაში, ქალაქ ფრაიბურგში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სპეციფიკისა და ტრადიციული ტექნოლოგიების გერმანული მხარისთვის გაცნობა გახლდათ.

ბიომეღვინეობის გერმანული კავშირის „ეკოვინ ბადენ“ მიერ ორგანიზებულ სემინარზე „ახალი გზები ბიომეღვინეობაში“, ქართულმა მხარემ ქართული ღვინის ტრადიციული ტექნოლოგიების შესახებ მოხსენება გააკეთა. სემინარის მონაწილეებს, სხვადასხვა ქვეყნიდან, საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული, მათ შორის ქვევრის ღვინოები, რომლებმაც დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა.

ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა შეხვედრები ნოიშტატის და ფრაიბურგის მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებთან გამართეს. მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და, კვლევითი საქმიანობის მიმართულებით, თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრები გაიმართა გეილვეილერჰოფის მევენახეობის ინსტიტუტის წარმომადგენლებთანაც. აღნიშნულ ინსტიტუტთან სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს.

შეხვედრებზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ვაზის ჯიშების იდენტიფიცირების საკითხების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს. ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა შვეიცარიელ სელექციონერებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. დაიგეგმა სელექციონერთა ჯგუფის საქართველოში ვიზიტი და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე ვაზის რეზისტენტული-დაავადებების მიმართ გამძლე ჯიშების გაუმჯობესებაზე ერთობლივი სამუშაოების განხორციელება.

პოპულარული ღვინოები

9
ახაშენი

ახაშენი

წითელი ნახევრად ტკბილი

10.5
ალაზნის ველი

ალაზნის ველი

წითელი ნახევრად ტკბილი

9.5
ალაზნის ველი (წითელი)

ალაზნის ველი (წითელი)

წითელი ნახევრად ტკბილი

35.1
ხიდისთაური

ხიდისთაური

წითელი მშრალი