როგორ მოვამზადოთ ნამდვილი სვანური კუბდარი და რომელი სასმელი შევუხამოთ მას

14 მარტი, 2017წ

გაზიარება

როგორ მოვამზადოთ ნამდვილი სვანური კუბდარი და რომელი სასმელი შევუხამოთ მას

როგორ მოვამზადოთ ნამდვილი სვანური კუბდარი და რომელი სასმელი შევუხამოთ მას

სვანური კუბდარი ის კერძია, რომელსაც  ქართულ ცომეულ კულინარიაში ნამდვილად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. კარგი კუბდარის მომზადებას კი ცხადია სათანადო ცოდნა სჭირდება. ასევე უნდა ვიცოდეთ, თუ რომელი ღვინო შეეხამება კუბდარს ყველაზე კარგად.

ინგრედიენტები:

ახალგაზრდა საქონლის ან ღორის ზომიერად ცხიმიანი ხორცი (ან შერეული 50/50) 1,5 კგ
ხახვი 1 მოზრდილი
ნიორი 3-4 კბილი
ხმელი სუნელები (ქინძი, კამა, უცხო სუნელი, გიცრული/ძირა) ჯამში 2 სკ
მარილი და წიწაკა გემოვნებით
ცომი
თბილი წყალი 1,2 ლ
საფუარი 1 სკ
მარილი 1/2 ჩკ
ფქვილი რასაც შეიზელს

მომზადების წესი

თბილ წყალში გავხსნათ საფუარი  და  მოვზილოთ ცომი, მაგრამ უფრო მაგარი, ვიდრე ხაჭაპურის შემთხვევაში. ცომში ასევე შეიძლება კარაქის ან მარგარინის შეზელა (50 გ).
დავდგათ თბილ ადგილას ასაფუებლად.

ამასობაში ხორცი დავკეპოთ თანაბარი, საშუალო ზომის ნაჭრებად (თუ ხორცი ახალგაზრდა და რბილი არ არის, უმჯობესია ხის ჩაქუჩით დავბეგვოთ), დავუმატოთ ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და სუნელები.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო სუნელებით შეზავებისას: 4 სუნელიდან ყველაზე დიდი რაოდენობით აიღეთ ხმელი ქინძი, საშუალო რაოდენობით -  უცხო სუნელი და შედარებით მცირე-მცირე რაოდენობით -  კამა და გიცრული (გიცრული სვანეთში იზრდება და თითქმის იგივეა, რაც ძირა, ამიტომ შეგიძლიათ თამამად ჩაანაცვლოთ.) ჯამში სუნელებმა უნდა შეადგინოს დაახლ. 2 სუფრის კოვზი.

ბოლოს ვამატებთ მარილს და წითელ წიწაკას გემოვნებით და ხელით ვურევთ კარგა ხანს, რომ ხორცს სუნელები გაუჯდეს და გაიჟღინთოს.

ღვინოსთან შეხამება

კუბდარს წითელი მშრალი ღვინო გამორჩეულად კარგად შეეხამება. ქართულ წითელ მშრალ ღვინოებს შორის კი უპირატესი, რა თქმა უნდა, საფერავის ღვინოა. სვანები  კუბდარს ტრადიციულ ერთნახად არაყს (რახს) აყოლებენ, თუმცა, ხორცის გემოს დასაბალანსებლად წითელი მშრალი ღვინო ბევრად ეფექტური იქნება.

კუბდარს საფერავი საუკეთესოდ შეეხამება

პოპულარული ღვინოები

10.95
ალაზნის ველი

ალაზნის ველი

თეთრი ნახევრად ტკბილი

9.9
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი