ველისციხეში რთველში სამუშაოდ ჩასულ ადამიანებს კორონავირუსზე ტესტირება უფასოდ უტარდებათ

25 სექტემბერი, 2020წ

გაზიარება

ველისციხეში რთველში სამუშაოდ ჩასულ ადამიანებს კორონავირუსზე ტესტირება უფასოდ უტარდებათ

ველისციხეში რთველში სამუშაოდ ჩასულ ადამიანებს კორონავირუსზე ტესტირება უფასოდ უტარდებათ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში რთველში დასავლეთ საქართველოდან ჩასულ ადამიანებს თერმოსკრინინგის პარალელურად კორონავირუსზე ტესტირებაც უტარდებათ.

ველისციხეში კორონავირუსზე ტესტირების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი. მან საველე კარავი და ტესტირებაში ჩართული მედპერსონალი მოინახულა და სკრინინგის პროცესს თვალყური მიადევნა. აღსანიშნავია, რომ საველე კარავი მუშაობს ასევე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, სადაც ადამიანებს PCR ტესტირება თერმოსკრინინგთან ერთად უტარდებათ.

უკანასკნელი მონაცემების მიხედვით კახეთში კორონავირუსის 43 შემთხვევა გამოვლინდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 24 სექტემბრის მდგომარეობით კახეთის რეგიონში 157 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, საიდანაც 115 ათასი ტონა რქაწითელია, 35 ათასი ტონა საფერავი, ხოლო 2,6 ათასი ტონა - კახური მწვანე და სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციის შედეგად შემოსავლების სახით 158 მილიონი ლარი მიიღეს.

ასევე დაგაინტერესებთ: ლევან მუხუზლა პანდემიის პირობებში მიმდინარე რთველის, სუბსიდირების პროგრამისა და ექსპორტის პოტენციალის შესახებ

წელს ღვინის ეროვნული სააგენტო კახეთში 300 ათას ტონამდე მოსავალს ელოდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით მოსავლის ნახევარზე მეტი უკვე დაბინავებულია. ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი 12-13 ათასი ტონის ფარგლებშია. რთველი პიკურ ფაზაშია, რაზეც უკანასკნელი ცნობები მოწმობს. მოსავლის დაბინავება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად ხორციელდება.

ასევე დაგაინტერესებთ: ლევან მეხუზლა: “სიღნაღის და დედოფლისწყაროს რეგიონებში მალე ყურძენი ამოიწურება”

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდაჭერის მიზნით რქაწითლის და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირება ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის ყველა კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითლის ან კახური მწვანის ყურძენს. შესყიდულ 1 კილოგრამ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელი იღებს არანაკლებ 80 თეთრს. კახური მწვანის და რქაწითლის ჯიშების ყურძნის შესყიდვისას ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია ერთ კილოგრამ მოსავალზე 30 თეთრის ოდენობით.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

41.95
ოჯალეში

ოჯალეში

წითელი ნახევრად ტკბილი

8.68
ალაზნის ველი როზე

ალაზნის ველი როზე