სოფელ ჩალაუბანში დამზადებული ღვინო “ჩალამოტი” მალე საფრანგეთში გაიყიდება

24 სექტემბერი, 2020წ

გაზიარება

სოფელ ჩალაუბანში დამზადებული ღვინო “ჩალამოტი” მალე საფრანგეთში გაიყიდება

სოფელ ჩალაუბანში დამზადებული ღვინო “ჩალამოტი” მალე საფრანგეთში გაიყიდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში 2019 წელს დაარსებული საოჯახო მარანი რქაწითლის და საფერავის ჯიშებისგან დამზადებულ ღვინოს მალე საფრანგეთში გაიტანს. აღნიშნულის შესახებ ინტერნეტგამოცემა “სპექტრს” ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა, ირინე ხუციშვილმა განუცხადა.

მარნის მფლობელის განცხადებით, “ჩალამოტი” ჩალაუბნის შუა საუკუნეების პერიოდის სახელია და საკუთარი ღვინით მას ამ სახელისთვის პატივის მიგება სურდა.

“ჩალამოტი“ გახლდათ ჩალაუბანის შუა საუკუნეებისდროინდელი სახელი და გვინდოდა ამით პატივი გვეცა ჩვენი სოფლისთვის. ყველამ გაიგოს, რომ ჩალაუბანი უძველესი სოფელია საქართველოში და თან - უმაღლესი ხარისხის ღვინოების სამშობლო. იდეა კარგა ხანი არსებობდა, მაგრამ 2018 წლამდე ფინანსების გამო თავი ვერ მოვაბით. ყველაფერი უფრო ადრე დაიწყო 90-იანებში, როცა ქვეყანა აირია და კოლექტივები დაიშალა. ამ დროს შესაძლებელი გახდა მიწისა და ვენახების ჯერ იჯარით, შემდეგ კი კერძო საკუთრებაში აღება. ჩემი მეუღლის ძმა, გიორგი მათიაშვილი თბილისიდან ჩალაუბანში დაბრუნდა და ოჯახურ მეურნეობას ჩაუდგა სათავეში. მოგეხსენებათ, რა რთული პერიოდი იყო მევენახეებისთვის, წამლები არ იშოვებოდა, ტექნიკა აღარ ვარგოდა, ყურძენს ფასი არ ჰქონდა. მაშინ გაუჩნდათ სურვილი, რომ გაეკეთებინათ ოჯახური მარანი და თვითონვე ეწარმოებინათ ღვინო. 2016 წელს მეწარმეთა დახმარების პროექტის შესახებ გავიგეთ და განაცხადიც გავაკეთეთ. ძალიან გაგვიხარდა როცა "ახალგაზრდა მეწარმეთა ხელშეწყობის" პროგრამიდან მივიღეთ მეორე ეტაპზე გადასვლის შეტყობინება, მათივე ხელშეწყობით გავაკეთეთ ბიზნეს გეგმა და მოვიპოვეთ ნაწილობრივი დაფინანსება, დანარჩენზე მივმართეთ საბანკო სექტორს და ავიღეთ სესხი, რითაც სრულად დავაფინანსეთ ქარხნის მშენებლობა”, - განუცხადა “სპექტრს” ირინე ხუციშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ: ჰოლანდიელი სომელიეები - ქართულ ღვინოს ჰოლანდიის ბაზარზე ექსპორტის გაზრდის დიდი პოტენციალი აქვს

ქალბატონი ირინეს განცხადებიდან ირკვევა, რომ საოჯახო მარანი ამ ეტაპზე ღვინოს მთლიანად საკუთარ ვენახში დაკრეფილი ყურძნისგან ამზადებს, თუმცა, რეალიზაციის გაზრდის პირობებში მოსავლის სხვა მევენახეებისგან ჩაბარებასაც არ გამორიცხავს. კორონავირუსის პანდემიამ ამ საოჯახო მარანსაც შეუქმნა გარკვეული სირთულეები, თუმცა, ირინე ხუციშვილის სიტყვებით, ღვინის საფრანგეთში გატანა ამის მიუხედავად მაინც შეძლეს.

ჩალაუბანში არსებულმა საოჯახო მარანმა საფრანგეთში უკვე გაგზავნა პირველი პარტია - 690 ბოთლი ღვინო, საიდანაც 460 ბოთლი საფერავია, ხოლო 230 ბოთლი - რქაწითელი. ღვინო მალე ჩაეშვება გაყიდვაში. ღვინის მწარმოებლები იმედოვნებენ, რომ თუ საფრანგეთში მოახერხეს ბაზარზე ადგილის დამკვიდრება, სხვა ქვეყნებში ეს მათთვის გაცილებით უფრო მარტივი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ: საფრანგეთის ქალაქებში ქვევრის ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა

პერიოდულად ოჯახი ღვინის წარმოების პროცესში ადგილობრივების დაქირავებულ შრომას იყენებს და სამუშაო ადგილებს ქმნის. საფრანგეთის გარდა მარნის დამფუძნებლების მიზანს ჰოლანდიის, გერმანიის, რუსეთის და უკრაინის ბაზრებზე შესვლა წარმოადგენს.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

28.82
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

23.4
რქაწითელი ქვევრის

რქაწითელი ქვევრის

8.9
წინანდალი

წინანდალი

თეთრი მშრალი

69.95
შატო ალექსანდროული

შატო ალექსანდროული

წითელი ნახევრად ტკბილი