კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია - ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი 8-9 ათასი ტონის ფარგლებშია​

14 სექტემბერი, 2020წ

გაზიარება

კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია - ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი 8-9 ათასი ტონის ფარგლებშია​

კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია - ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი 8-9 ათასი ტონის ფარგლებშია​

14 სექტემბრის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 40 ათას ტონამდე ყურძენი: 28 ათასი ტონა რქაწითელი, 8 ათასი ტონა საფერავი, 1,3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი 8-9 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც ნიშნავს, რომ კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია. რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრები ოპერატიულად არეგულირებენ ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადებს, რაც რთველის პიკური პერიოდისთვის დამახასიათებელია. ყოველდღიურად ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 40-მდე დიდი და საშუალო ღვინის კომპანია.

მიმდინარე წელს კახეთში ყურძნის საპროგნოზო მაჩვენებელი 300 ათასი ტონის ფარგლებშია.

ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 235 კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართული იყო 67 ღვინის საწარმო.

მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.

 

წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო / National Wine Agency of Georgia

 

 

 

 

პოპულარული ღვინოები

15.95
საფერავი მერლო

საფერავი მერლო

წითელი ნახევრად ტკბილი

23.95
ცოლიკოური

ცოლიკოური

თეთრი მშრალი

22.95
ტვიში

ტვიში

თეთრი ნახევრად ტკბილი

10.1
ალაზნის ველი

ალაზნის ველი

წითელი ნახევრად ტკბილი

27.95
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი