იდრის ელბამ შამპანურის და როზეს პრეზენტაცია მოაწყო

11 სექტემბერი, 2020წ

გაზიარება

იდრის ელბამ შამპანურის და როზეს პრეზენტაცია მოაწყო

იდრის ელბამ შამპანურის და როზეს პრეზენტაცია მოაწყო

Porte Noire - ასე ჰქვია იმ სავაჭრო ნიშანს, რომელიც იდრის ელბამ სულ ახლახანს ბრიტანულ საზოგადოებას წარუდგინა.

შამპანურისა და როზესგან შემდგარი სავაჭრო ნიშნის პრეზენტაცია ლონდონში გაიმართა. Porte Noire ბრიტანელი მსახიობის და ორი ცნობილი ფრანგული მეღვინეობის კოლაბორაციის ნაყოფს წარმოადგენს.

იდრის ელბას ქართველი კინომოყვარულები ძირითადად იცნობენ რეჟისორ რიდლი სკოტის მიერ გადაღებული გენიალური ფილმიდან “პრომეთე”, სადაც შავკანიანი ვარსკვლავი კაპიტანი ჯანეკის როლს ასრულებს. თუმცა, “ოქროს გლობუსის” მფლობელი 48 წლის ბრიტანელი კინოში შესრულებული როლების გარდა იმითაც არის გამორჩეული, რომ კარგ მუსიკას და წიგნებს წერს. მაგრამ ჩანს, საკუთარი მრავალფეროვანი საქმიანობა არ აკმაყოფილებს და ახლა ღვინის სამყაროშიც მოისურვა შემოსვლა. საამისოდ მან პროვანსული როზე და Blanc de Blancs Grand Cru-ის შამპანური აირჩია, რომელიც შატო “სანტა მარგარიტაში” და “შამპან ზანგერშია” დამზადებული.

ასევე დაგაინტერესებთ: კაილი მინოუგის ახალი ამპლუა: ლეგენდარულმა მომღერალმა ღვინის ჩამოსხმა გადაწყვიტა

შატო “სანტა მარგარიტა” ტულონსა და სან-ტროპეს შორის მდებარეობს და 1977 წლიდან ფეინარდების ოჯახის საკუთრებაშია, ხოლო როზე გრენაშ ნუარის და სანსუს ჯიშის ღვინოების შერევის შედეგად არის დამზადებული 2019 წელს.

ზანგერების შამპანურის სახლი შამპანის შუაგულში, პოპულარული ღვინის სკოლა Avize Viti-ს პირდაპირ მდებარეობს. აქ დამზადებული ცნობილი შამპანური მრავალ სხვა ღირსებასთან ერთად იმითაც არის გამორჩეული რომ მას სასწავლებლის სტუდენტები და პროფესორები 1927 წლიდან ერთობლივად ქმნიან.

ასევე დაგაინტერესებთ: ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი შამპანური როზეს წარმოებას იწყებენ

იდრის ელბას პოპულარობა განსაკუთრებით “ბი ბი სის” სერიალ “ლუთერში” განსახიერებული ნიჭიერი დეტექტივის როლით გაიზარდა. სერიალმა 2010-2019 წლებში ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში დიდი პოპულარობა მოიხვეჭა. დღეს ამის გამო იდრისს Facebook-ზე 4,5 მილიონი ფანი ჰყავს, რაც უდავოდ ძალიან დაეხმარება მას ნისლიან ალბიონზე საკუთარი შამპანურის და როზეს გაყიდვაში.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

19.95
ქისი პრემიუმი

ქისი პრემიუმი

14.9
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

30
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი