შვედეთში ქართული ღვინის მარანი გაიხსნა

03 სექტემბერი, 2020წ

გაზიარება

შვედეთში ქართული ღვინის მარანი გაიხსნა

შვედეთში ქართული ღვინის მარანი გაიხსნა

ამიერიდან შვედეთში ქართული ღვინის ორგანული სივრცე უკვე არსებობს. ადგილი, სადაც ქვევრებია და რომელიც ჩვენებურ კახურ კუთხეს უფრო მოგაგონებთ, ვიდრე სკანდინავიურს, შვედეთის სამხრეთში მდებარეობს. ღვინის შვედური საწარმოს, Vejby Vingård-ის ნაწილს უკვე ქართული მარანი წარმოადგენს.

წამოწყებას მიესალმნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვედეთის სამეფოში, მალხაზ კაკაბაძე და რიქსდაგის - შვედეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი, ჰანს ვალმარკი.

შვედმა სახელმწიფო მოხელემ ისაუბრა საქართველოს როლზე კავკასიის რეგიონში, ქართულ-შვედურ ურთიერთობებზე, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ასევე დაგაინტერესებთ: შვედეთში ქართული ღვინის პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით პროექტი იმართება

ჰანს ვალმარკი ერთადერთი შვედი მაღალი თანამდებობის პირი არ არის, რომელიც სკანდინავიაში ქართული მარნის გახსნას გამოეხმაურა. ეს ფაქტი განსაკუთრებული ყურადღების ღირსად მიიჩნია ასევე შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკაში ულრიკ ტიდესტრომმა. მან Twitter-ის საკუთარ მიკრობლოგზე ქართული ღვინის მარნის ამოქმედების შესახებ მსგავსი რამ განაცხადა:

“Vejby Vingård-მა სამხრეთ შვედეთში ქართული ღვინის მარანი გახსნა, რათა ქვევრის პრემიუმ-ღვინოები საკუთარი ყურძნით აწარმოოს. მარნის გახსნას ელჩი მალხაზ კაკაბაძე ესწრებოდა. ჩემი მშობლებიც იქ იყვნენ. მათ უყვართ მცხუნვარე სამხრეთული მზე”.

მარნის გახსნის ცერემონიას მოჰყვა მიღება, რომლის მიმდინარეობისას სტუმრებს ქართული ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ: სტოკჰოლმის ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინო წარადგინეს

ღონისძიების მსვლელობისას ჟღერდა ქართული სიმღერები, რომლებიც წმინდა გიორგის ეკლესიის ქორომ შეასრულა.

შვედეთი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ქართულ კომპანიებს აქ ბოლო პერიოდში ზრდის და განვითარების გასაოცრად სწრაფი ტემპები და დინამიკა გააჩნიათ. ამას ისიც ნათლად მოწმობს, რომ გასულ წელს აღნიშნულ სკანდინავიურ ქვეყანაში ქართული ღვინის ექსპორტი 2018 წელთან შედარებით 636 %-ით გაიზარდა და 92 214 ბოთლი შეადგინა.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

11.99
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

8.95
წინანდალი

წინანდალი

თეთრი მშრალი

44.95
საფერავი პრემიუმი

საფერავი პრემიუმი

12.95
კლასიკური ნახევრად ტკბილი

კლასიკური ნახევრად ტკბილი