კორონავირუსის გამო იტალიამ შავი ჭირის დროინდელი ჩვეულება აღადგინა

13 აგვისტო, 2020წ

გაზიარება

კორონავირუსის გამო იტალიამ შავი ჭირის დროინდელი ჩვეულება აღადგინა

კორონავირუსის გამო იტალიამ შავი ჭირის დროინდელი ჩვეულება აღადგინა

სოციალური დისტანციის დაცვას კორონავირუსის პანდემიის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს. იტალია კი მოგეხსენებათ, თუ როგორ დაზარალდა კოვიდ-19-ის პირველი ტალღის შედეგად. ამიტომ აქ დაავადების გავრცელებას დიდი სიფრთხილით და შიშით ეკიდებიან და ცდილობენ, სოციალური დისტანცია მაქსიმალურად დაიცვან, ამან კი ქვეყანა შავი ჭირის დროინდელი ჩვეულების აღდგენამდე მიიყვანა, როცა მასობრივად მოქმედებდა ე. წ. “ღვინის ფანჯრები” და სასმელი სპეციალურად საამისოდ მოწყობილი ვიწრო სარკმლებიდან გაიცემოდა.

მსგავსი ფანჯრები იტალიაში სულ პირველად მე-16 საუკუნეში გაჩნდა შავი ჭირისგან თავდაცვის მიზნით. აღნიშნულ სარკმლებს იმხელა ზომა აქვს, რომ მათში ღვინის ბოთლი ან ჭიქა გაეტიოს. ანუ იმხელა, რომ მისი მეშვეობით თან ღვინო გაიცეს, თან კი სოციალური დისტანცია იქნას შენარჩუნებული.

აღნიშნული ძველი ტრადიცია გააცოცხლა ორგანიზაციამ, რომელიც Wine Window Association-ის სახელით არის ცნობილი. თუმცა რესტორნები, კაფეები და საზოგადოებრივი კვების სხვა დაწესებულებები სარკმლებს მხოლოდ ღვინის გასაცემად კი არ იყენებენ, არამედ ლუდის, ნაყინის და სხვა სასურსათო პროდუქტებისთვისაც. მხოლოდ ტოსკანაში ძველ შენობებში 150-მდე მსგავსი სარკმელია შენობათა კედლებში ჩაშენებული, მაგრამ მათი დიდი ნაწილი ბეტონით ან აგურებით არის ამოვსებული. ახლა კი ამ ფანჯრების ფუნქციის ხელახლა გაცოცხლებით ხაზგასმა უძველეს ტრადიციაზეც ხდება და ეს პარალელურად შეგვახსენებს კიდეც ადამიანებს, რომ ერთმანეთს მოვუფრთხილდეთ, ხოლო ჭიქა ღვინო ხშირად უფრო ამძაფრებს ადამიანებს შორის ურთიერთსიყვარულს და ურთიერთთანადგომისკენ მისწრაფებას.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

39.5
ჟიცი - კიტრი

ჟიცი - კიტრი

30.95
ჭაჭა მუხის კასრის

ჭაჭა მუხის კასრის

129
10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო (I)

10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო (I)