აჭარაში ღვინის ტურიზმის შესახებ ტრენინგები დაიწყო

05 აგვისტო, 2020წ

გაზიარება

აჭარაში ღვინის ტურიზმის შესახებ ტრენინგები დაიწყო

აჭარაში ღვინის ტურიზმის შესახებ ტრენინგები დაიწყო

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი იუწყება, ღვინის ტურიზმის განხრით რეგიონში ტრენინგები დაიწყო.

ტრენინგებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უწევს ორგანიზებას და სომელიე მაგდა სურგულაძე უძღვება, ხოლო დაფინანსება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ არის გამოყოფილი.

ტრენინგების თემები იქნება ღვინის და კერძის შეხამების ძირითადი ასპექტები, ინგრედიენტების ზეგავლენა კერძებზე და ქვევრის ღვინის შეხამება სხვადასხვა კერძთან. ასეთია ის ძირითადი მიმართულებები, რაშიც მონაწილეები კვალიფიკაციას აიმაღლებენ. 

ტრენინგებზე წარმოდგენილია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლების კურსი. სწავლების პრაქტიკული მხარე იქნება სხვადასხვა ღვინის და კერძების ურთიერთშეხამების სავარჯიშოები.

როგორც ცნობილია, USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის დასაწყისში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოღვაწე ღვინის მცირე მარნების წარმომადგენლებს და გიდებს ტრენინგები კახეთშიც ჩაუტარდათ.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

13
ბოთლის ტუჩი CRYSTAL (ფერადი)

ბოთლის ტუჩი CRYSTAL (ფერადი)

8
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

17
მანავი კასრის

მანავი კასრის

თეთრი მშრალი