ღვინის 5 საზაფხულო კოქტეილი საუკეთესო განწყობის შესაქმნელად

31 ივლისი, 2020წ

გაზიარება

ღვინის 5 საზაფხულო კოქტეილი საუკეთესო განწყობის შესაქმნელად

ღვინის 5 საზაფხულო კოქტეილი საუკეთესო განწყობის შესაქმნელად

ზაფხულში მეგობრებთან ერთად მწვადის შეწვა და გართობა ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ რა ვქნათ მაშინ, როცა სუპერმარკეტში ნაყიდი სასმელი ვერ აკმაყოფილებს ჩვენს საზეიმო განწყობას? ან როგორ გინდა, დასასვენებლად წასულმა უცებ სადმე აღმოაჩინო საუკეთესო კოქტეილები, რასაც მეგობრებთან ერთად დააგემოვნებ? ძალაუნებურად უნდა შეიძინო ლუდი, არაყი ან ღვინო და ამ სასმელებით დაკმაყოფილდე. არადა, საზაფხულო სასმელი უპირველეს ყოვლისა კოქტეილია. ამ სტატიაში გასწავლით, როგორ დაამზადოთ საუკეთესო საზაფხულო კოქტეილები სახლის პირობებში ძალიან მარტივად, ღვინის გამოყენებით.

1. ზაფხულის ღვინის კოქტეილი

ერთი ბოთლი მშრალი თეთრი ღვინო

ნებისმიერი ხილი, რაც მოგეძებნებათ (ყურძენი, კენკრა, ლიმონი, ალუბალი, ნესვი, კივი, ანანასი)

100 მილილიტრი ხილის წვენი (ყველაზე უკეთ ფორთოხლის წვენი გამოდგება, მაგრამ სხვა წვენებსაც არაუშავს)

200-300 მილილიტრი მინერალური წყალი ან ლიმონათი

თუ დრო გაქვთ, ხილი თავდაპირველად ღვინოში ჩაყარეთ და შემდეგ აურიეთ დანარჩენ ინგრედიენტებში.

შემდეგ ეს ყველაფერი ფართო ჭურჭელში ჩაყარეთ და კარგად მოურიეთ. კოქტეილი გამოვა არაჩვეულებრივი. ჭიქებში ჩასხმის შემდეგ შეგიძლიათ პიტნის ფოთლები და ყინულის კუბებიც დაუმატოთ. ძალიან მოუხდება.

2. თეთრი ღვინის სლაში

რამდენიმე ნაჭერი ნესვი

1 ჭიქა გაყინული მანგო

1 ჭიქა თეთრი ყურძნის მარცვლები

1 ნაჭერი ლიმონი

2 ჭიქა თეთრი ღვინო

ამ ყველფერს მიქსერით კარგად მოურიეთ და კოქტეილიც მზადაა!

3. ვარდისფერი ღვინის კოქტეილი

1 ჭიქა ჯინი შიგ ჩაწყობილი ალუბლებით

1 ჭიქა წითელი ყურძნის მარცვლები

1 ჭიქა როზე

ეს ყველაფერი მიქსერში და კარგად მოურიეთ!

4. ხილის და წითელი ღვინის კოქტეილი

1 ჭიქა ჩაციებული მაყვალი

1 ჭიქა ჩაციებული კენკრა

1 ჭიქა ცივი წითელი ღვინო

5. საზამთროს კოქტეილი

3 ჭიქა საზამთროს ნაჭრები

1 ჭიქა წითელი და თეთრი ყურძნის მარცვლები

1 ლიმნის ნაჭერი

1 ნაჭერი ლაიმი

1 ჭიქა შაქარი

5 პიტნის ფოთოლი

400 მილილიტრი თეთრი ღვინო

ეს ყველაფერი ჩაყარეთ ფართოყელიან ჭურჭელში და მიქსერით კარგად მოურიეთ.

როგორც ხედავთ, ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. ამიტომ შეგიძლიათ, ექსპერიმენტირებას თქვენ თვითონაც მიმართოთ და ძალიან გემრიელი საზაფხულო კოქტეილები დაამზადოთ ღვინის და სხვადასხვა ხილის გამოყენებით.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

20.95
მუკუზანი

მუკუზანი

წითელი მშრალი

98
ხაშმის საფერავი

ხაშმის საფერავი

წითელი მშრალი

16.9
საფერავი კლასიკი

საფერავი კლასიკი

წითელი მშრალი

23.95
რქაწითელი კახური

რქაწითელი კახური

თეთრი მშრალი

41.95
საფერავი - Valentine's Day

საფერავი - Valentine's Day