რომელი კუთხის ღვინოს უწოდებდნენ ძველად მეფეთა სასმელს და რატომ შეიცვალა მასზე წარმოდგენები საუკუნეთა მანძილზე?

30 ივლისი, 2020წ

გაზიარება

რომელი კუთხის ღვინოს უწოდებდნენ ძველად მეფეთა სასმელს და რატომ შეიცვალა მასზე წარმოდგენები საუკუნეთა მანძილზე?

რომელი კუთხის ღვინოს უწოდებდნენ ძველად მეფეთა სასმელს და რატომ შეიცვალა მასზე წარმოდგენები საუკუნეთა მანძილზე?

საქართველოს მეღვინეობის ლომის წილი დღეს კახეთზე მოდის. სწორედ კახეთში მზადდება ქვეყნის ყურძნის მოსავლის 95 %-ზე მეტი. თუ არ ჩავთვლით რაჭას, დანარჩენ საქართველოში ყურძენი პრაქტიკულად თითქმის აღარც კი ხარობს, მაგრამ ეს ყოველთვის არ იყო ასე. ძველად ქართული მეღვინეობის გულად ქართლი იყო მიჩნეული. ქართლურ ღვინოებს სვამდნენ საქართველოს მეფეები, მათ შორის კი დავით აღმაშენებელი. მაშ რა მოხდა? რა შეიცვალა? რატომ გაქრა საქართველოში მევენახეობა კახეთის და სხვა მცირეოდენი ადგილების გარდა?

ეს მხოლოდ ერთი და ორი ფაქტორის ზემოქმედებით არ არის განპირობებული. არსებობდა რამდენიმე მიზეზი, რის გამოც მეღვინეობის ცენტრად კახეთი გადაიქცა.

კახეთის გადაქცევა მეღვინეობა-მევენახეობის ცენტრად მე-18 და მე-19 საუკუნეში მოხდა. ქართლ-კახეთის გაერთიანების შემდეგ ახალ სამეფოს კახური დინასტია ჩაუდგა სათავეში, რომელმაც უპირატესობა საკუთარი კუთხის ღვინოს მიანიჭა. შემდგომში იგივე ხაზი განაგრძეს რუსებმა. გარდა ამისა, ქართლის ჯიშებს დიდი ზიანი მიაყენა ფილოქსერას კატასტროფამ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. მნიშვნელოვანი იყო ასევე ალექსანდრე ჭავჭავაძის მოღვაწეობა, რომელმაც საკუთარი მამული ევროპულ ყაიდაზე მოაწყო და ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა კახური ღვინის სასარგებლოდ. ანუ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ კახურ ვაზს უფრო გამოუჩნდა პატრონი და მოამაგე, ვიდრე ქართლურს ან ნებისმიერი სხვა კუთხისას. გარდა ამისა, მოდით, გულწრფელად ვაღიაროთ, რომ კახური ღვინო მართლაც გამორჩეულია არომატების მრავალფეროვნებით, ჰარმონიულობით და კახური ვაზიც ძალიან გამძლეა. კახურ ტერუარს ვერაფერი შეედრება. ამიტომ სწორედ კახური ღვინო ჩაჯდა ახალი დროების ტრენდში, რაც საქართველოში ფეოდალური შუა საუკუნეების შემდეგ დამკვიდრდა.

მაგრამ ეს იმას რასაკვირველია არ ნიშნავს, რომ ქართლის ვაზის ჯიშები უნდა დავივიწყოთ, ამოვძირკვოთ და მათზე სამუდამოდ უნდა ვთქვათ უარი. რა თქმა უნდა არა. ქართლშიც არსებობს რამდენიმე გამორჩეული ჯიში, რასაც უნდა მოვუფრთხილდეთ. მათ შორისაა გორული მწვანე და ჩინური. კარგი იქნება, თუ ქართლში ამ ჯიშებს მეტ ყურადღებას მიაქცევენ და უფრო უკეთ გააშენებენ, უფრო დიდ ფართობზე და მათი მოვლის თანამედროვე საშუალებებსაც აქტიურად აითვისებენ.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

0.01
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

35
საფერავი მუხა

საფერავი მუხა