ღვინო და ჯანმრთელობის მანია

29 ივლისი, 2020წ

გაზიარება

ღვინო და ჯანმრთელობის მანია

ღვინო და ჯანმრთელობის მანია

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ალკოჰოლი ანგრევს ჯანმრთელობას, თუმცა არაფერი სჯობს სელფებს ღვინის ჭიქით ხელში. ასეთ ადამიანებს სურთ, რომ ღვინო რაც შეიძლება ნაკლებ ალკოჰოლს შეიცავდეს. მათთვის მთავარი არ არის ღვინით ტკბობა. მათთვის მთავარი მოდაა.

მოდით, შევთანხმდეთ: ალკოჰოლი, რომელსაც ღვინო შეიცავს, რასაკვირველია, მავნებელია ჯანმრთელობისთვის! მაგრამ ჯანმრთელობისთვის სხვაც ძალიან ბევრი რამ არის მავნებელი.

ალბათ გიყვართ ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურება. მართლაც, რა სჯობს ცაზე ვარსკვლავების ცქერას ღამის სიმყუდროვეში. გახედავ ცას და თვალს მოგჭრის სირიუსის, კანოპუსის თუ დიდი დათვის კუდთან, წყვილი ვარსკვლავის ელვარება. ირმის ნახტომის იდუმალი მბზინვარებაც შეუდარებელია. მაგრამ ალბათ არ იცით, რომ კოსმოსიდან ადამიანის ორგანიზმი გამუდმებით იღებს გამა გამოსხივებას, რაც წელიწადში 80 ათასი პირის სიკვდილის მიზეზი ხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება კი დედამიწის შუაგულში გადასახლებაა, იმდენად ღრმად, რომ კოსმოსური გამა გამოსხივება ვეღარ მოგწვდეთ.

ბუნებრივია, ამას არავინ იზამს ჯანმრთელობის მანიით შეპყრობილი შეშლილის გარდა.

ან ვთქვათ, პლაჟზე გარუჯვა. სასიამოვნოცაა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოც. ულტრაიისფერი სხივები ხომ ორგანიზმს D ვიტამინის გამომუშავებაში ეხმარება, რაც აუცილებელია საიმისოდ, რათა ძლიერი იმუნური სისტემა გვქონდეს და ინფექციებმა იოლად ვერ დაგვამარცხოს. მაგრამ ბევრმა ალბათ არ იცის, რომ იგივე ულტრაიისფერი გამოსხივება, რომელსაც ჩვენი ჯანმრთელობის გაკაჟება შეუძლია, შეიძლება გახდეს ძალიან საშიში დაავადების - კანის ავთვისებიანი სიმსივნის - მელანომას მაპროვოცირებელიც.

იგივეს თქმა შეიძლება თვითმფრინავით ფრენაზე, რაც ყველას ძალიან გვიყვარს: ფრენის დროს ორგანიზმი მოჭარბებული რადიაციის ზემოქმედებას განიცდის, რაც რენტგენის აპარატზე სხეულის ერთი გაშუქების ტოლფასია.

იმის ჩამოთვლა, თუ რა არის მავნებელი, ძალიან შორს წაგვიყვანდა. ამიტომ აქ შევჩერდეთ. დაანებეთ თავი ღვინის მოყვარული ადამიანების მარგინალიზებას. საღამოს ერთი ან ორი ჭიქა კარგი ღვინის დაგემოვნება ლოთობას არ ნიშნავს. ზომიერად მირთმეული ღვინო კი მართალია, შეიცავს ჯანმრთელობის რისკებს, მაგრამ ეს რისკები ძალიან მინიმალურია, დაახლოებით ისევე მინიმალური, როგორც გარუჯვა ზღვის სანაპიროზე ან ღამღამობით ვარსკვლავების ცქერა ცაზე. ამიტომ თამამად შეგიძლიათ მიირთვათ ღვინო და დატკბეთ ბუნების ამ საუცხოო საჩუქრით. დიდი საფრთხე არ გემუქრებათ, თუ ზომიერებას დაიცავთ.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

8.68
ალაზნის ველი როზე

ალაზნის ველი როზე

27.95
ხიხვი

ხიხვი

თეთრი მშრალი

11.3
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი