რა ერთეულებს იყენებდნენ ღვინის მოცულობის გასაზომად ძველად?

27 ივლისი, 2020წ

გაზიარება

რა ერთეულებს იყენებდნენ ღვინის მოცულობის გასაზომად ძველად?

რა ერთეულებს იყენებდნენ ღვინის მოცულობის გასაზომად ძველად?

ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში სითხის მოცულობის გადაზომად ნაკლებად იყენებენ ისეთ ერთეულებს, როგორებიცაა მილილიტრი, ლიტრი, ჰექტოლიტრი და ტონა და უპირატესობას ადგილობრივ ერთეულებს ანიჭებენ.

ძველად საქართველოშიც ასე იყო. ჩვენც გვქონდა სითხის მოცულობის გასაზომი ქართული ერთეულები, რასაც ძირითადად მეღვინეობაში იყენებდნენ. ამ სტატიაში ზოგიერთ მათგანს გაგაცნობთ:

1. ჩაფი

ტერმინი ჩაფი პირველად მოხსენიებულია მე-13 საუკუნეში, ვანის ქვაბთა შეწირულობებში. ეს იყო ღვინისა და წყლისთვის განკუთვნილი მოზრდილი ჭურჭელი. ის საქართველოს აბსოლუტურად ყველა რეგიონში შეგხვდებოდათ. მისი ტევადობა 10-15 ლიტრს შეადგენდა. მას რაჭაში “მენახევრეს” და “ფუთიანსაც” უწოდებდნენ. საინტერესოა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში “ფუთიანს” უფრო ხშირად სათლებთან მიმართებით იყენებდნენ, ხოლო ქვევრის ტევადობას ჩაფებით ზომავდნენ.

2. ქუთათური

ეს დაახლოებით 2-3 ლიტრის მოცულობის ჭურჭელი იყო და სითხის ასარწყავ ერთეულადაც გამოიყენებოდა. აღმოსავლეთ საქართველოში მას “ჩაფურას” უწოდებდნენ.

4. თუნგი

უდრიდა ჩაფის მესამედს. ანუ ეს იყო დაახლოებით 4 ლიტრი. თუნგს ძირითადად სპილენძისგან ამზადებდნენ და კალავდნენ.

5. კოკა

ქართულ წერილობით წყაროებში ის მე-10 საუკუნიდან გვხვდება. მისი მოცულობა მკვეთრად განსხვავდებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მე-13 საუკუნეში 24 ლიტრს შეიცავდა, ხოლო მე-16 და მე-17 საუკუნეებში - 8-16 ლიტრს, თუმცა იყო 36-37 ლიტრის ტევადობის კოკებიც.

6. ჩარექა

მას ძირითადად თბილისელი მედუქნეები და მეთულუხჩეები იყენებდნენ ღვინის საწყაოდ. ეს თიხის ჭურჭელი იყო და პატარა ტუჩი (“ჭოჭი”) უკეთდებოდა ღვინის ჩამოსასხმელად. რაჭაში ლიტრი და ჩარექა ტოლი სიდიდეები იყო.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

16
მანავი

მანავი

თეთრი მშრალი

30.95
ჩხავერი

ჩხავერი

წითელი მშრალი

140
უსახელოური

უსახელოური

წითელი ნახევრად ტკბილი

26.95
ციცქა-ცოლიკოური

ციცქა-ცოლიკოური

თეთრი მშრალი