საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა

10 ივლისი, 2020წ

გაზიარება

საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა

საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა

წელს წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით და ”ასოციაცია ქართული ღვინის” ორგანიზებით მეოთხედ ჩატარდა ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი, რომლის მიზანი ქვევრის საუკეთესო ღვინოების წარდგენა და მათი მწარმოებლების ხელშეწყობაა ხარისხიანი პროდუქციის დამზადების და რეალიზაციის კუთხით.

წლევანდელი ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის ცნობილი მეღვინე, გიორგი დაქიშვილი ხელმძღვანელობდა.

„წელს კონკურსზე 460 ღვინის ნიმუში იყო წარმოდგენილი, რაც 3-ჯერ აღემატება პირველ კონკურსზე წარდგენილ ღვინოების რაოდენობას. ეს მეღვინეების მხრიდან კონკურსისადმი დიდ ინტერესზე მიუთითებს. ჟიურის შემადგენლობაში საერთაშორისო რანგის ქართველი ღვინის ექსპერტები შედიოდნენ. ისინი თანხმდებიან, რომ ქვევრის ღვინის ხარისხი ყოველწლიურად უმჯობესდება. მისასალმებელია, რომ კონკურსზე ქვევრის ღვინო საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან იყო წარმოდგენილი“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, კონკურსის ჟიურის წევრმა, ლევან მეხუზლამ.

გამარჯვებული ღვინოები ივლისის ბოლოსთვის დასახელდება და თითოეული მათგანი ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ონლაინდეგუსტაციებზე გაიგზავნება.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე 1835 წელს აშენდა ერთ-ერთი პირველი ახლებური ტიპის მარანი ჩვენს ქვეყანაში, სადაც ბოთლში პირველად ჩამოასხეს ქართული ღვინო. სწორედ ალექსანდრე ჭავჭავაძე იყო ის პიროვნება, რომელმაც საკუთარი მეურნეობა ევროპულ ყაიდაზე მოაწყო და რომელმაც მაშინ, როცა თავადების და აზნაურების მასობრივი გაკოტრების პირობებში ქართული მიწა რუსული ბანკების ხელში გადადიოდა, მოახერხა, მარანი მომგებიან და წარმატებულ საწარმოდ გადაექცია. ამიტომ კონკურსის გამართვას მსგავს ადგილას მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა გააჩნია, რაც დამატებითი სტიმული იქნება ქართული ღვინის შემდგომი პოპულარიზაციის გზაზე.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

91
მწვანე ქვევრის

მწვანე ქვევრის

32.5
ქისი-ხიხვი ქვევრის

ქისი-ხიხვი ქვევრის

24
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

21
რქაწითელი პრემიუმი

რქაწითელი პრემიუმი

თეთრი მშრალი