რა არის "მწვანე ტანინები" და როგორ ამოვიცნოთ ისინი?

03 ივლისი, 2020წ

გაზიარება

რა არის "მწვანე ტანინები" და როგორ ამოვიცნოთ ისინი?

რა არის "მწვანე ტანინები" და როგორ ამოვიცნოთ ისინი?

ტანინები პოლიფენოლების ოჯახს განეკუთვნებიან. მათი დანიშნულება მცენარის ბუნებრივი დაცვაა მავნებლების ზემოქმედებისა და ოქსიდაციისგან. ტანინების პოვნა შესაძლებელია ყურძნის მარცვლის კანში, წიპწასა და ღეროში, ასევე სხვადასხვა ხილსა და ხეში. იმის გამო, რომ ტანინებს ხეც შეიცავს, მიღებულია ღვინის დავარგება კასრებში, რათა ხის ელეგანტური ტანინები სითხეს კარგად გაუჯდეს.

იმის მიხედვით, თუ საიდან არის წარმოშობილი ტანინები, ისინი ძლიერია ან რბილი. ყურძნის მარცვლის გარეკანში ტანინები რბილია, რაც ღვინისთვის ძალიან სასურველია. ხოლო იმ ტანინებს, რომლებიც ყურძნის მტევნის კლერტში და წიპწაშია მოცემული, “მწვანე ტანინებს” უწოდებენ. მსგავსი ტანინებისთვის დამახასიათებელია სიძლიერე და პირის სიმშრალეს სწორედ ისინი იწვევენ. სწორედ ამიტომ, ის მეღვინეები, ვისაც მხოლოდ ყურძნის მარცვლის გარეკანის რბილი ტანინების მიღება სურს, კლერტის გარეშე წურავენ ყურძენს და ცდილობენ, მარცვლებიც ისე დაწურონ, რომ წიპწა არ დაიმსხვრას.

მწიფე ტანინებისთვის დამახასიათებელია მკვეთრი ანტიოქსიდაციური თვისება, რაც მწვანე ტანინებს ნაკლებად გამოარჩევს. მწიფე და რბილი ტანინები მათი ანტიბაქტერიული მოქმედებით ეხმარებიან ღვინოს სტაბილურობის მიღწევაში. ეს არის ერთგვარი ფარი, რათა ღვინო არ გაფუჭდეს და მალე არ დაძველდეს.

ენოლოგიაში ცნობილია ტანინების 30-მდე სახეობა, საიდანაც ყველა არ არის სასარგებლო და გამოსადეგი ღვინისათვის.

სიტყვა “ტანინი” გერმანულ die Tanne-დან წარმოდგება, რაც ნაძვს ნიშნავს. ნაძვი იმიტომ, რომ ეს მცენარე ყველაზე ჭარბად შეიცავს ტანინებს.

კარგი ტანინებისთვის დამახასიათებელია ღვინის გემოს გაუმჯობესების ფუნქცია, რაც შეუძლებელია ”მწვანე ტანინების” შემთხვევაში. ერთადერთი, რაც ასეთ მოუმწიფებელ ტანინებს მცირედით შველის, ეს დროა. დროთა განმავლობაში უხეში ტანინების გარკვეული ნაწილი გადამუშავდება და ღვინო მეტ სირბილეს და ჰარმონიულ გემოს იძენს. სწორედ ამიტომ უხდება თითქმის ნებისმიერ ძლიერ და სქელ წითელ ღვინოს დაძველება.

თუ ღვინო თქვენს სასაზე მალე შრება და მწკლარტე გემო აქვს, იცოდეთ, რომ ამაში დამნაშავე მოუმწიფებელი, "მწვანე" ტანინებია. სცადეთ, დაუსტვინოთ მას შემდეგ, რაც ღვინოს მოსვამთ. თუ თქვენ ეს შეძელით, გამოდის, რომ ღვინოს "მწვანე ტანინები" არ ჰქონია.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

26
კაბერნე

კაბერნე

წითელი მშრალი

43.95
ხვანჭკარა

ხვანჭკარა

ნახევრად ტკბილი

35
საფერავი ქვევრი

საფერავი ქვევრი

წითელი მშრალი

49.9
კორპსაძრობი single pull. წითელი

კორპსაძრობი single pull. წითელი

29.25
რქაწითელი ქვევრის

რქაწითელი ქვევრის

21.95
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი