რომელია ყველაზე ძლიერი ლუდი მსოფლიოში?

15 ივნისი, 2020წ

გაზიარება

რომელია ყველაზე ძლიერი ლუდი მსოფლიოში?

რომელია ყველაზე ძლიერი ლუდი მსოფლიოში?

ალკოჰოლური სასმელების სამყარო გასაოცრად მრავალფეროვანი და ხშირად გამაოგნებელია. ალბათ, ლუდის ბევრი მოყვარული ვერც კი წარმოიდგენს, რომ არსებობს ისეთი ლუდი, რომელიც 70 % ალკოჰოლს შეიცავს, მაგრამ ის მართლა არსებობს. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

2008 წელს გერმანელმა მელუდემ, გეორგ ჩოიშნერმა შეიტყო ლუდის შესახებ, რომელსაც ალკოჰოლის 27 %-იანი შემცველობა ჰქონდა. ჩოიშნერმა იცოდა, რომ ასეთ მაგარ ლუდს ტრადიციული ხარშვის წესით ვერ დაამზადებ. ამიტომ მან ლუდი გაყინა. რადგან წყალი უფრო სწრაფად იყინება, ვიდრე ალკოჰოლი, ყინულის მოშორების შემდეგ სასმელში რჩება ალკოჰოლის ბევრად უფრო მაღალი კონცენტრაცია. მსგავსი მეთოდის გამოყენებით ჩოიშნერმა დაამზადა ლუდი, რომელიც 31 % ალკოჰოლს შეიცავდა და მალევე გაიტანა კიდეც ბაზარზე. თუმცა სულ ცოტა ხანში ტექნიკა კიდევ უფრო გააუმჯობესა და გასაყიდად გაიტანა ლუდი, რომელიც 40 % ალკოჰოლს შეიცავდა და რომელიც “მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ლუდის” სახელწოდებით წარუდგინა მაგარი სასმელების მოყვარულთა სამყაროს.

რამდენიმე დაძაბული წლის მანძილზე გრძელდებოდა უმოწყალო კონკურენცია მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ლუდის სტატუსის მოსაპოვებლად. შეჯიბრში ჩართულები აღმოჩნდნენ “შორშბროი” გერმანიიდან, “ბრედვოგი” შოტლანდიიდან და “ტ კოელშიპი” ნიდერლანდებიდან. ბრედვოგმა მალევე გამოუშვა 42 %-იანი ლუდი “Sink the Bismarck”-ის სახელწოდებით, ხოლო ერთი წლის შემდეგ “შორშბროიმ” ამას საკუთარი 43 %-იანი ლუდით უპასუხა.

ამის შემდეგ მსოფლიოში უძლიერესი ლუდის ტიტული სხვადასხვა პერიოდულობით მონაცვლეობდა შოტლანდიასა და გერმანიას შორის, სანამ “ბრედვოგი” 2011 წელს 55 %-იან ლუდს სახელწოდებით “ისტორიის დასასრული” გამოუშვებდა. თუმცა ასე იოლად ჩოიშნერი დანებებას სულაც არ აპირებდა. მან მალე გამოუშვა ლუდი სახელწოდებით “შორშბროკი 57” და შოტლანდიელებს აჯობა.

2012 წელი მორიგი რეკორდების და ამავე დროს დიდი ეჭვის წელიც იყო. მანამდე ყველაზე ძლიერად მიჩნეული “შორშბროკი 57” (რომელსაც ალკოჰოლურობა 57,5 % ჰქონდა) “Start of the Future”-მ ჩაანაცვლა, რომელიც ‘t Koelschip-მა გამოუშვა. შემდეგ კონკურენციაში შევიდა მანამდე უცნობი ლუდსახდელი სახელწოდებით “ბრევმაისტერი”, რომელმაც გამოუშვა ლუდი “არმაგედონი” 65 %-იანი ალკოჰოლით. მაგრამ მოგვიანებით მსოფლიოს უძლიერესი ლუდის ტიტული მას “Snake Venom”-მა ჩამოართვა. მას 67 % ჰქონდა ალკოჰოლი, ხოლო 2012 წლის ბოლოს გამოვიდა ჰოლანდიური “Mystery of Beer”, რომელიც დაუჯერებელია, მაგრამ 70 % ალკოჰოლს შეიცავს. დღემდე ეს ლუდი არის მიჩნეული მსოფლიოს უძლიერეს ლუდად, თუმცა, მის მწარმოებელ ჰოლანდიურ ფირმას ბრალდება, რომ ალკოჰოლურობის მოსამატებლად სასმელს სპირტი გაურია, რაც ამჟამად დადასტურებული არ არის, თუმცა არც უარყოფილია.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

8
ალაზნის ველი თეთრი

ალაზნის ველი თეთრი

19.95
ქისი

ქისი

თეთრი მშრალი

26.5
ოჯალეში

ოჯალეში

წითელი ნახევრად ტკბილი

27.4
კორპსაძრობი ორსახსრიანი

კორპსაძრობი ორსახსრიანი