კახეთში ღვინის ახალ საწარმოსთან ერთად სასტუმროც აშენდება

08 ივნისი, 2020წ

გაზიარება

კახეთში ღვინის ახალ საწარმოსთან ერთად სასტუმროც აშენდება

კახეთში ღვინის ახალ საწარმოსთან ერთად სასტუმროც აშენდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში მალე მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება, რომელიც ღვინის საწარმოს და სასტუმროს მოიცავს სულ მცირე 10 მოქმედი ნომრით. ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 1,5 მლნ. ლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციის განხორციელება დაიგეგმა პროექტის ფარგლებში სახელწოდებით “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს”.

ინვესტიციის მხარდასაჭერად შპს “ვაჩნაძიანის ზვრებმა” 14 000 კვადრატული მეტრის ზომის მიწის ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან ელექტრონული აუქციონის შედეგად მიიღო.

საგულისხმოა, რომ საქართველოში რეგისტრირებული ადგილწარმოშობის ღვინოების უდიდესი უმრავლესობა სწორედ კახეთში იწარმოება. კახეთზე მოდის ყოველწლიურად დამზადებული ყურძნის 95 %-ზე მეტი და ყველაზე პოპულარული ქართული ღვინო - ქინძმარაულიც სწორედ კახეთიდან არის.

პოსტ-კოვიდურ მსოფლიოში ტურისტებისთვის მიმზიდველ მიმართულებათა ჩამონათვალში საქართველო კორონავირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებლით პოზიციონირდა, რის გამოც ჩეხეთმა ჩვენი ქვეყანა ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში უკვე შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორების პირველ ნაკადს ჩეხეთიდან პირველი ივლისიდან უნდა ველოდეთ, როცა ჩვენი სახელმწიფო საზღვრები გაიხსნება. საზღვრების გახსნაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, ისრაელსა და საბერძნეთთან.

ღვინის ტურიზმი ტურისტული დარგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სეგმენტია საქართველოში, რომლის სწრაფ განვითარებასაც მეღვინეობის უძველესი ტრადიციები უწყობს ხელს, რასაც ანალოგი არ გააჩნია მსოფლიოში.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

70
ილერკო

ილერკო

წითელი მშრალი

44.8
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი

41.95
საფერავი რეზერვი

საფერავი რეზერვი

წითელი მშრალი

20.5
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი