რას არის “არომატული ჯიში” და რომელი ვაზი იმსახურებს აღნიშნულ წოდებას?

27 მაისი, 2020წ

გაზიარება

რას არის “არომატული ჯიში” და რომელი ვაზი იმსახურებს აღნიშნულ წოდებას?

რას არის “არომატული ჯიში” და რომელი ვაზი იმსახურებს აღნიშნულ წოდებას?

სახელწოდება “არომატული ჯიში” ღვინის ევროპელი სპეციალისტების გაგებაში მოიცავს თეთრყურძნიანი ჯიშების ჯგუფს, რომელთაც ვაზის სხვა ჯიშებისგან გამოარჩევს არომატების ინტენსივობა და სიმკვეთრე. ასეთ ჯიშს მეორენაირად “ბუკეტის ნაირსახეობასაც” უწოდებენ.

თუმცა, არა არის აუცილებელი, გერმანული, ფრანგული ან ესპანური ვაზის ჯიში იყოს, რათა მას “არომატული ჯიში” ვუწოდოთ. აქ შედის ნებისმიერი ქვეყნის თეთრყურძნიანი ვაზი, რომელიც მკვეთრი არომატებით არის გამორჩეული. გერმანიაში ესენია შოირებე, გევიურცტრამინერი, მიულერ-თურგაუ, რისლინგი და სილვანერი, ხოლო საფრანგეთში სოვინიონ ბლანი. ქართული ჯიშებიდან აღნიშნულ ჯგუფს თავისუფლად შეგვიძლია მივაკუთვნოთ ქისი, რქაწითელი, ჩინური და მწვანე კახური.

იმისათვის, რათა დაბნეულობა ავიცილოთ თავიდან, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ “არომატული ჯიში” არ არის სპეციალური ენოლოგიური ტერმინი და სამეცნიერო წრეებში გავრცელებული ოფიციალური სახელწოდება. შესაბამისად, მას არც იურიდიული დატვირთვა გააჩნია. ეს არის მხოლოდ შემთხვევით აღმოცენებული კატეგორიზაცია იმ ჯიშებისა, რომელთაც განსაკუთრებით ინტენსიური ხილის, ყვავილების ან სანელებელთა არომატები გამოარჩევთ. ანუ ნამდვილი არომატული ღვინოები!

ღვინის სურნელის განსაკუთრებულ ინტენსიურობას ეგრეთ წოდებული პირველადი არომატები განაპირობებს - ანუ არომატები, რომლებიც წარმოიშობა ყურძნის წვენის დუღილის პროცესში ან რომლებიც გააჩნია საკუთრივ ყურძენს და არა ის არომატები, რაც კასრში დავარგებისას ჩნდება, რასაც მეორადი არომატები ეწოდება. მათ გარდა არსებობს ასევე მესამეული არომატები, რაც ღვინის ტონების ხანგრძლივად დამწიფების და სითხის დიდი ხნის მანძილზე შენახვის შედეგად წარმოიშობა.

ქიმიურ დონეზე თუ განვიხილავთ, ეს არომატები არის ნახშირწყალბადის ორგანული შენაერთები, რომლებიც სხვა არაფერია, თუ არა უფერო არომატული ნივთიერებები. ყურძნის წვენში ესენია ტერპენები, თიოლები და პირაზინები. სწორედ ამ ნივთიერებათა ნაირგვარობა, მსგავსად კალეიდოსკოპში მინის სხვადასხვა ფერის ნაჭრის ნაირგვარობისა, განაპირობებს ღვინის ამა თუ იმ ინტენსივობის ჯიშურ არომატებს. ხოლო არომატები ეს სწორედ ის არის, რითაც დიდწილად ღვინო ფასდება, რადგან თუ მათ ღვინიდან გამოვყოფთ და გამოვაცალკევებთ, ღვინო მხოლოდ წყლის, ფერის, მჟავას, შაქრის და ალკოჰოლის მარტივი ერთობლიობა გახდება, რაც იმ “მაგიას” დაუკარგავს “ღვთაებრივ სითხეს”, რასაც მისი მოყვარულები ასე ძალიან ვეტრფით.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

20.1
კანაპეს მარკერი CHRISTMAS CROWD (8 ცალი)

კანაპეს მარკერი CHRISTMAS CROWD (8 ცალი)

15
მუკუზანი

მუკუზანი

წითელი მშრალი

20.5
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი