ღვინო “წარაფი” დაცული ადგილწარმოშობის დასახელება გახდა

18 მაისი, 2020წ

გაზიარება

ღვინო “წარაფი” დაცული ადგილწარმოშობის დასახელება გახდა

ღვინო “წარაფი” დაცული ადგილწარმოშობის დასახელება გახდა

საქართველოში რეგისტრირებულ დაცული ადგილწარმოშობის 22 დასახელებას კიდევ ერთი - ღვინო “წარაფი” დაემატა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოსვე ინფორმაციით, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს გეოგრაფიული აღნიშვნის დასარეგისტრირებლად ა(ა)იპ „კარდენახის ღვინომ“ მიმართა.

„წარაფის“ დარეგისტრირებით ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების რაოდენობა 23-მდე გაიზარდა, რაც ქართული ვაზის ჯიშებისა და ღვინოების მრავალფეროვნებასა და უნიკალურობაზე მიუთითებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის კუთხით“, – აცხადებს ღვინის ეროვნული სააგენტო.

“წარაფი“ არის ქარვისფერი შეფერილობის მქონე მშრალი ღვინო. მისი მიკროზონა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფელ კარდენახის მიდამოებში მდებარეობს. ის წარაფის მიკროზონაში მოკრეფილი რქაწითელის ჯიშის ყურძნიდან მზადდება.

“წარაფის“ ღვინის დამზადება რქაწითელთან ერთად კახური მწვანის ან ხიხვის ჯიშის ყურძნის ღვინოების კუპაჟირებითაც არის შესაძლებელი. დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება. გარდა ამისა, კახური მწვანე და ხიხვის ღვინო საკუპაჟედ შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ 15 %-მდე ოდენობით. ღვინომასალის დანარჩენი 85 % აუცილებლად კარდენახში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოყვანილი რქაწითელის ჯიშის ღვინისგან უნდა შედგებოდეს. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო იუწყება.

ღვინის ეროვნული სააგენტო ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ „წარაფის“ წარმოების სპეციფიკაციის მომზადებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში ის „ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების სისტემის განვითარებისა და ქართული ღვინის აღნიშვნების დაცვის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში მონაწილეობდა. ხოლო “საქპატენტმა” საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსს” განუმარტა, რომ ღვინო “წარაფის” განსაკუთრებულობა ექსპერტიზის მეშვეობით შემოწმდა და გადაწყვეტილებაც ამის შესაბამისად იქნა მიღებული.

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ ღვინო “წარაფის” უნიკალურობაზე ყურძნის დამუშავების და ღვინის დამზადების წესის გარდა გეოგრაფიული არეალიც ახდენს გავლენას.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

18.39
ტვიში

ტვიში

თეთრი ნახევრად ტკბილი

41.95
საფერავი - Happy Valentine's Day

საფერავი - Happy Valentine's Day