ყველაფერი, რაც ღვინის ტურის დაგეგმვამდე უნდა იცოდეთ

12 მაისი, 2020წ

გაზიარება

ყველაფერი, რაც ღვინის ტურის დაგეგმვამდე უნდა იცოდეთ

ყველაფერი, რაც ღვინის ტურის დაგეგმვამდე უნდა იცოდეთ

ღვინის ტურიზმი ტურისტული ინდუსტრიის ერთ-ერთი უმთავრესი და ძალიან სწრაფად მზარდი სეგმენტი გახდა ბოლო ათწლეულების მანძილზე. ჩვენს დროში ადამიანები სულ უფრო დიდი ინტერესით მიემართებიან მსოფლიოს მეღვინეობით სახელგანთქმულ რეგიონებში სამოგზაუროდ.

ღვინის ტურიზმი ორგვარია - შიდა და გარე. ღვინის შიდა ტურიზმით დაინტერესებული ადამიანები სტუმრობენ საქართველოში არსებულ სახელგანთქმულ ღვინის რეგიონებს (რაც ცუდი არჩევანი ნამდვილად არ არის, რადგან ქართული ღვინო მართლაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა), ხოლო გარე ტურიზმით დაინტერესებული ადამიანები სხვადასხვა უცხო ქვეყნებს სტუმრობენ, სადაც ასევე მეღვინეობაა განვითარებული.

გარდა ამისა, ღვინის ტურიზმით გატაცებულ ადამიანებს აინტერესებთ ღვინის რეგიონსა თუ ქვეყანაში გავრცელებული კერძები და სამზარეულოს თავისებურებები.

საქართველოში ღვინის ტურის განსახორციელებლად საუკეთესო მხარე რა თქმა უნდა კახეთია. შემდეგ მოდის რაჭა. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ღვინის თვალსაზრისით თითქმის ყველა კუთხე მეტნაკლებად საინტერესოა. თითქმის ყველგან შეიძლება რაიმე საინტერესოს გადააწყდე, თუმცა ქართული მეღვინეობის 95 %-ზე მეტი მაინც კახეთზე მოდის. ეს ფაქტია.

თუ ევროპაში გსურთ ღვინის ტურის დაგეგმვა, საუკეთესო მიმართულებები საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, ავსტრია, უნგრეთი, პორტუგალია და ესპანეთია. ხოლო თუ ჩვენს კონტინენტს გსურთ გასცდეთ, კარგ ღვინოებს კალიფორნიაში, ჩილეში, არგენტინაში, სამხრეთ აფრიკაში და ახალ ზელანდიაში იპოვით.

ქართული ღვინის ყველა რეგიონი საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე სასმელების და კერძების გარდა განსაკუთრებული რომანტიკითაც გამოირჩევა. ეს არის თვალწარმტაც ბუნებაში აგებული სასტუმროები და ღვინის მარნები, რომელთა ისტორია, ზოგჯერ მართალია, ხანგრძლივი არ არის, მაგრამ ამას საკუთრივ ღვინის ისტორია ანაზღაურებს. ბოლო წლებში ბევრი საოჯახო მარანი გადაკეთდა ღვინის ტურისტებისთვის საუკეთესო ადგილად.

ჩემი რჩევა იქნება, ღვინის დაგემოვნება განსაკუთრებით თვალწარმტაც ბუნებაში სცადოთ. ყველა ქართული კუთხე ძალიან ლამაზია, მაგრამ მათ შორის მაინც საუკეთესოები შეარჩიეთ. ინტერნეტით შესაბამისი ფოტოების მოძიება არ გაგიჭირდებათ.

ევროპაში მეღვინეობის საუკეთესო რეგიონები საფრანგეთშია. ესენია ბორდო, ელზასი, ბურგუნდია, პროვანსი და შამპანი. მაგრამ ვისაც ღვინოსთან ერთად ზღვის სანაპიროზე გარუჯვაც სურს, იტალიას, ესპანეთს და კვიპროსს უნდა ესტუმროს. იტალიაში ლიგურია და ტოსკანაა საუკეთესო რეგიონები თვალწარმტაცი ბუნებით და კარგი ღვინოებით. ლიგურიაში ზღვის სანაპიროც ძალიან ლამაზია. აქ იტალიური ალპები ზღვამდე აღწევს. აქ მთა, ზღვა და ღვინო ერთად არის. ესპანეთში ბარსელონაა კარგი. ხოლო დუნაიზე არსებული ვახაუს ღვინის ტერასები “იუნესკოს” მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

8.95
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

14
ცქრიალა ღვინო ბრუტი

ცქრიალა ღვინო ბრუტი

19.95
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

10.5
ალაზნის ველი წითელი

ალაზნის ველი წითელი

წითელი ნახევრად ტკბილი