ეშტონ კაჩერი და მილა კუნისი “საკარანტინე ღვინოს” ამზადებენ

21 აპრილი, 2020წ

გაზიარება

ეშტონ კაჩერი და მილა კუნისი “საკარანტინე ღვინოს” ამზადებენ

ეშტონ კაჩერი და მილა კუნისი “საკარანტინე ღვინოს” ამზადებენ

წყვილი, რომელმაც მსოფლიო საზოგადოებას თავი 90-იან წლებში, “ველური 70-იანებით” დაამახსოვრა, რომლის გადაღებების დროს მათი პირველი შეხვედრა შედგა, 2015 წელს დაქორწინდა. ისინი დღეს ძალიან დიდ დროს ატარებენ სახლში კორონავირუსის გამო, რაც, საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, არც ისე სასიამოვნო პროცესია. მაგრამ როგორც ჩანს, ვარსკვლავური წყვილისთვის კარანტინი რაღაცაში მაინც აღმოჩნდა სასარგებლო: იძულებითმა შეზღუდვამ ცოლ-ქმრის კრეატიულობა დახვეწა და სრულიად ახალ სიმაღლეზე აიყვანა, რის დამადასტურებლად ის ფაქტი გამოდგება, რომ ეშტონ კაჩერმა და მილა კუნისმა ფირმა “Nocking Point Wines”-თან დაიწყეს თანამშრომლობა, რათა საკუთარი ღვინო გამოეშვათ, საიდანაც მიღებულ შემოსავლებს ცნობილი წყვილი მთლიანად საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოიყენებს.

ინსტაგრამზე გავრცელებულ ვიდეოში ეშტონ კაჩერმა განაცხადა:

“მილას დაებადა შესანიშნავი იდეა, რომ ღვინო და ქველმოქმედება ერთმანეთისთვის შეეთავსებინა”.

“შემოსავლების 100 % გადაერიცხება იმ მცირერიცხოვან ორგანიზაციებს, რომლებისთვისაც ჩვენ ჩვენი ეს საშინაო დავალება შევასრულეთ”, - განაცხადა მილა კუნსმა გავრცელებულ ვიდეოში.

აღსანიშნავია, რომ ეშტონ კაჩერი და მილა კუნისი აპირებენ, მხოლოდ იმ ორგანიზაციებს მოევლინონ დონორის ამპლუაში, რომლებიც ნაკლებს ხარჯავენ ბიუროკრატიული გასავლებისთვის და უმეტესწილად ქველმოქმედებაზე და შემომწირველების თანხების სწორ და რაციონალურ განაწილებაზე არიან ორიენტირებულები. ამის მიზანი გასაგებია: წყვილს სურს, რომ თანხების მაქსიმალურმა რაოდენობამ მიაღწიოს ადრესატებამდე.

“შეგიძლიათ, მთელი ეს წამოწყება საქველმოქმედო საქმიანობად განიხილოთ”, - განაცხადა მსახიობმა ქალმა.

თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი “ამერიკის საკვების ფონდზე” მოდის. სწორედ აღნიშნული ორგანიზაცია მიიღებს ყველაზე დიდი ოდენობის თანხას ღვინის საქველმოქმედო შემოწირულობიდან. ხოლო ისეთ ორგანიზაციებს რაც შეეხება, როგორებიცაა "GiveDirectly" და "Direct Relief", არც მათი ბენეფიციარები დარჩებიან უკმაყოფილოები.

ღვინო, რომელსაც ეშტონ კაჩერი და მილა კუნისი ასხამენ, ორეგონის შტატში მოკრეფილი პინო ნუარის ჯიშს ეკუთვნის. ორეგონი ცნობილია მევენახეობის და მეღვინეობის სიახლეებით. აქ ვაზი სულ რაღაც 3651 ჰექტარზე ხარობს, თუმცა მიჩნეულია, რომ სავენახედ აქ 25 500 ჰექტარის გამოყენება არის შესაძლებელი და მიუხედავად იმისა, რომ მევენახეობა აღნიშნულ შტატში მხოლოდ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო, კალიფორნიის შემდეგ ორეგონი დარგის მნიშვნელობის თვალსაზრისით მეორე შტატია ამერიკაში. ამიტომ გასაოცარი სულაც არ არის, რომ ვარსკვლავურმა წყვილმა სწორედ აქაური პინო ნუარი აირჩია.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

39.95
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი

8.5
ალაზნის ველი თეთრი

ალაზნის ველი თეთრი

30.8
მწვანე

მწვანე

თეთრი მშრალი

9.5
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი

12
მანავი პრემიუმი

მანავი პრემიუმი

თეთრი მშრალი

14
ქისი

ქისი

თეთრი მშრალი