5 საინტერესო ფაქტი ღვინის შესახებ, რომელიც შენ არ იცი

07 აპრილი, 2020წ

გაზიარება

5 საინტერესო ფაქტი ღვინის შესახებ, რომელიც შენ არ იცი

5 საინტერესო ფაქტი ღვინის შესახებ, რომელიც შენ არ იცი

გიყვარს ღვინო და ცდილობ, მის შესახებ ცოდნა გაიღრმავო?

გასაოცარი ამაში არაფერია. საქართველო ხომ ღვინის სამშობლოა. სწორედ აქ დაედო მეღვინეობას საფუძველი. ამიტომ ქართველს ღვინო რომ გიყვარდეს და მის შესახებ ცოდნის გაღრმავება გსურდეს, თუნდაც ნაბიჯ-ნაბიჯ, საინტერესო ფაქტებიდან სხვა საინტერესო ფაქტებამდე, ეს არავის გაუკვირდება.

სწორედ ამიტომ, ამ ბლოგში რამდენიმე საინტერესო ფაქტს მოვუყარეთ თავი ღვინის შესახებ, რაც ძალიან ცოტამ თუ იცის დღეს.

მაშ ასე, დავიწყოთ:

1. ერთი ბოთლი ღვინის დამზადებას 1,27 კილოგრამი ყურძენი სჭირდება

ეს არის ყურძნის დაახლოებით 600 მარცვალი.

თუმცა, სხვადასხვა ჯიშის ყურძენი განსხვავებულ მოსავალს იძლევა. გარდა ამისა, ის, თუ რა მოცულობის ღვინო დამზადდება ყურძნისგან, დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე. პირველი ესაა ყურძნის მარცვლის კანის სისქე, წყლის შემცველობა (ზოგი მარცვალი უფრო ხორციანია და ნაკლებ წვენს შეიცავს), დაკრეფის დრო და ღვინის დამზადების ტექნიკა. ამიტომ ის ფაქტი, რომ ერთ ბოთლ ღვინოს 1,27 კილოგრამი ყურძენი სჭირდება, საშუალოსტატისტიკური მაჩვენებელია.

2. წითელ ღვინოს ფერი ყურძნის მარცვლის კანისგან ეძლევა

თუ წითელ ყურძენს დაწურავთ, შეამჩნევთ, რომ წვენი თავდაპირველად მოთეთრო იქნება. წითელ ღვინოს ფერი მხოლოდ მარცვლის კანთან ერთად ფერმენტირების შემდეგ ეძლევა. გარდა ამისა, ძველ წითელ ღვინოს ახალთან შედარებით უფრო მქრქალი ფერი აქვს.

3. ჭიქაში ღვინის შენჯღრევა უსარგებლო საქმიანობა არ გახლავთ

მართლაც, როცა ჭიქაში ღვინოს ვანჯღრევთ, რათა მისი სურნელი უკეთ შევიგრძნოთ, ეს უსარგებლო საქმე არ არის. ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ ღვინოში არსებული იმ ქიმიური კავშირების “გამოთავისუფლებას”, რომლებიც არომატებზეა პასუხისმგებელი.

4. ყურძენი, რომელსაც ჭამთ, განსხვავდება იმ ყურძნისგან, რომელიც ღვინოში გამოიყენება

ღვინის დასამზადებლად საჭირო ყურძნის მარცვლები პატარაა, ძალიან ტკბილი და წიპწებიანი, როცა სასუფრე ყურძენს ნაკლები სიტკბო, ნაკლები წიპწა და მარცვლის დიდი ზომა გამოარჩევს.

თუმცა, ისევე როგორც ყველგან, გამონაკლისები აქაც არსებობს. რქაწითელი მაგალითად: საუკეთესო სასუფრე და საღვინე ჯიშია ერთდროულად.

5. როგორ შევინახოთ ცქრიალა ღვინო / შამპანური

თუ ცქრიალა ღვინოს ან შამპანურს გახსნით, იმისათვის, რათა გაზი არ დაკარგოს, მოათათავსეთ ბოთლი მაცივარში და დაუცეთ თავსახური. არ შეინახოთ ბოთლი მაცივრის კარში, რადგან ამგვარად კარის გაღება-დახურვის დროს მას გაზი თანდათან გაუქრება.

დავით ჩუთლაშვილი