საუკეთესო ღვინოები საგაზაფხულო განწყობის შესაქმნელად

06 აპრილი, 2020წ

გაზიარება

საუკეთესო ღვინოები საგაზაფხულო განწყობის შესაქმნელად

საუკეთესო ღვინოები საგაზაფხულო განწყობის შესაქმნელად

მიუხედავად იმისა, რომ წელს, გასაგები მიზეზების გამო ადამიანები საუკეთესო განწყობით ვერ გამოვირჩევით, ბუნება მაინც თავისას აკეთებს. წელიწადის დროები ერთმანეთს ენაცვლება. გაზაფხული ეშხში შედის, გარემო ფერად ყვავილთა სურნელით იფარება და ირგვლივ ყველაფერი განახლებული სიცოცხლის მარადიულობაზე მეტყველებს.

სწორედ ამიტომ, შუა გაზაფხული ახალ ღვინოებს საჭიროებს. წელიწადის დრო, როცა სიცოცხლის ყვავილობა ყველაზე აშკარად იგრძნობა, განსაკუთრებული სასმელით ითხოვს საკუთარი ზეიმის აღნიშვნას, მითუმეტეს კი ახალ, ხასხასა ბოსტნეულთან ერთად.

ჰოდა, მაინც რომელი ღვინოები უნდა დავაგემოვნოთ აპრილსა და მაისში? რომელი ღვინოები ეხამება ახალ ბოსტნეულს საუკეთესოდ? ამ ბლოგში შევეცდებით, აღნიშნულ საკითხებს ვუპასუხოთ.

მოდით, ვთქვათ, რომ ღვინოში თავის ჩახრჩობა გამოსავალი არ არის. პრობლემებს ღვინო ვერ მოგვიგვარებს. მესმის, რომ ყველა ცუდად ვგრძნობთ თავს, მაგრამ უზომო სმა ცხოვრებას ვერ გაგვიუმჯობესებს. თუმცა, მეორეს მხრივ, ღვინოს ნამდვილად შეუძლია, ერთგვარი ელეგანტურობა შემატოს ჩვენს გამოკეტილში ჯდომის მომაბეზრებელ ყოველდღიურობას.

ამერიკაში არის ასეთი გამოთქმა - “კომფორტული საკვები”. ეს არის საკვები, რომელიც პოზიტიურ მოგონებებს და ასოციაციებს იწვევს. სწორედ ასეთი “კომფორტული ღვინოა" საფერავი. მნიშვნელობა არ აქვს, ქინძმარაულის მიკროზონის, ხაშმის თუ რომელი ადგილწარმოშობის. საფერავის ღვინოში ყოველთვის უხვად არის გაზაფხულის ცინცხალი ტონები და მზე, სიძლიერე და სილამაზე.

გარდა ჩვეულებრივი, ტრადიციული წესით დამზადებული საფერავისა, გაზაფხულობით განსაკუთრებით კარგია ასევე საფერავი როზე. ზოგადად, როზე უხდება გაზაფხულს და ზაფხულს. მიირთვით ტკბილი როზე ხილის ასორტთან და შოკოლადთან ერთად. დამიჯერეთ, არ ინანებთ.

სატაცურს და სალათას, რის ნაკლებობასაც უკვე აღარ ვუჩივით, ძალიან კარგად ეხამება თეთრი მშრალი ღვინოები. ოღონდ გაითვალისწინეთ, კარგი იქნება, რომ მჟავიანობა რომელიმე ასეთ თეთრ ღვინოს რბილი ჰქონდეს, რადგან ბოსტნეულთან შეხამებას სწორედ ასეთი ღვინოები სჭირდება.

ცნობილი ამერიკელი სომელიე, ნატალი მაკლინი აცხადებს, რომ ბოსტნეულს ყველაზე უკეთ თეთრი ღვინოები ეხამება, რადგან თეთრი ღვინო თითქმის არ შეიცავს ტანინებს და ამიტომ არ შეუძლია ბოსტნეულის მსუბუქი გემოს და დელიკატური სტრუქტურის დათრგუნვა. ამერიკელი სომელიე თეთრი ღვინოების გარდა ბოსტნეულთან პინო ნუარსაც გვირჩევს, ძირითადად კენკროვანი ხილის არომატის და ტანინების ნაკლებობის გამო.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

15
ბუდეშურისებრი საფერავი

ბუდეშურისებრი საფერავი

წითელი მშრალი ღვინო