CHAMPAGNE VS SPUMANTE: რა განსხვავებაა შამპანიურსა და ცქრიალა ღვინოს შორის?

04 აპრილი, 2020წ

გაზიარება

CHAMPAGNE VS SPUMANTE: რა განსხვავებაა შამპანიურსა და ცქრიალა ღვინოს შორის?

CHAMPAGNE VS SPUMANTE: რა განსხვავებაა შამპანიურსა და ცქრიალა ღვინოს შორის?

ცქრიალა ღვინო - სასმელი, რომელიც ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ქმნის ნამდვილ დღესასწაულს. ფრანგებისა და იტალიელების თანდაყოლილმა უნარმა, მოიძიონ შთაგონება სიამოვნებაში, აჩუქა მსოფლიოს ეს დიდი სიტკბოება სახელად - ცქრიალა ღვინო.

მაშ ასე, რის დამსახურებით ინარჩუნებენ ინტერესს კლასიკური შამპანიური (CHAMPAGNE) და პოპულარული სპუმანტე (SPUMANTE)?

ფესვები

უფლება ეწოდოს შამპანიური ეკუთვნის ცქრიალა ღვინოების იმ კატეგორიას, რომლებიც დამზადებულნი არიან ე.წ. ქალაქების „სამკუთხედში“ - რეიმსი, ეპერნე და შალონ-სურ-მარნე, რომელიც ფრანგულ შამპანიში მდებარეობს. ყველა შამპანიური არის ცქრიალა ღვინო, მაგრამ ყველა ცქრიალა ღვინო არ არის შამპანიური. სლუმანტე ეწოდება იტალიურ მსუბუქ ცქრიალა ღვინოს. საუკეთესო სუმანტეს სამშობლოდ ირალიის ჩრდილოეთი ითვლება - პიემონტი, ვენეტო, ლომბარდია, ტრენტინო. დღეს იტალია ლიდერობს სუმანტეს წარმოებაში.

გენეტიკა

შამპანიურისთვის გამოიყენება ყურძნის მხოლოდ სამი ჯიში - თეთრი შარდონე, წითელი პინო ნუარი და პინო მენიე (ვარდისფერი ღვინოსთვის მათ აზავებენ, ეს პრივილეგია მხოლოდ შამპანის გააჩნია). სუმანტესათვის ჯიშების რაოდენობა შეზღუდულია: პროსეკო, მოსკატო ბიანკო, შარდონე, პინო ნერო, პინო ბლან.

ფორმირება

შამპანიურის წარმოების პროცესი მკაცრად რეგლამენტირდება საფრანგეთის კანონმდებლობით. ეს ეხება როგორც ყურძნის მოვლის და დაკრეფვის პროცეს, ასევე წარმოებული პროდუქციის რაოდენობას. ნამდვილი შამპანიურის წარმოება ხდება „Methode Champenoise“ მეთოდით, რომელიც გულისხმობს მეორად ფერმენტაციას ბოთლში. ასევე შამპანიური ღვინოები უნდა ინახებოდეს სარდაფში არანაკლებ 15 თვე. ღვინოები, რომლებიც წარმოებულია კლასიკური შამპანიზაციის მეთოდით, მაგრამ სხვა ყურძნის ჯიშებისგან და შამპანის საზღვრებს გარეთ - ასეთ ღვინოებს ეწოდებათ კრემანი (Cremant). სპუმანტეს ოჯახებში ღვინის წარმოება ხდება როგორც კლასიკური მეთოდი, ასევე უფრო რთული და ხარჯიანი მეთოდით - შარმა (Charmat).

იტალიური ცქრიალა ღვინის საუკეთესო ნაირსახეობა, რომელიც მზადდება ტრადიციული მეთოდით, ისეთი ყურძნის ჯიშებისგან, როგორიცაა: შარდონე, პინო ნერო და პინო ბიანკო, ასეთ ღვინოს ეწოდება ფრანჩაკორტა (Franciacorta) ან, ეტიკეტზე არის მონიშნული როგორც  Spumante metodo сlassico. მაგრამ სპუმანტეს უმრავლესობა მზადდება შარმას მეთოდით. ეს ცქრიალა ღვინოები პრინციპულად სხვა სტილისა და ხასიათის არიან, ვიდრე მსუბუქი შამპანიური, რომელიც უფრო არომატულია და გააჩნია მრავალი ტკბილი ვერსია - პროსეკოდან (Prosecco) - ასტიმდე (Asti).

სიყვარული ტკბილისადმი

ცქრიალა ღვინის საბოლოო სიტკბოს დონე, მასში დოზირებული ლიქიორის კონცენტრაციაზეა დამოკიდებული - შაქრისა და დარეზერვებული ღვინის ნაზავი, რომელიც უშუალოდ ემატება ბოთლის დაცობამდე. მაგრამ თუ შამპანიური უფრო ცნობილია თავის მშრალ ვერსიებში, იტალიელთა სპუმანტემ დაიპყრო პოპულარობა თავისი ტკბილი ასტის მეშვეობით.

დოზირებული ლიქიორის რაოდენობიდან გამომდინარე გამოყოფენ:

ფრანგული ტემინი

ექვივალენტური სახელწოდება

 

დარჩენილი შაქრის რაოდენობა

ღვინის აღწერა

ბრუტ ნეიჩე (Brut Nature)

Ultra-Brut, Brut Zerо, Non Dosage, Brut Sauvage, Brut de Brut, Sans Sucre

0 – 3

აბსოლუტურად მშრალი

ექსტრა ბრუტი (Еxtra brut)

Extra Herb

0 – 6

ძალიან მშრალი

ბრუტი  (Brut)

Herb, Bruto

0 – 15

მშრალიდან ძალიან მშრალამდე

ექსტრა სეკ (Еxtra sec) ან ექსტრა დრაი (Еxtra dry)

Extra Trocken

12 – 17

მშრალიდან ნახევრად მშრალამდე

სეკ (Sec) ამ დრაი (Dry)

Trocken

17 – 32

ნახევრად მშრალიდან - ნახევრად ტკბილამდე

დემი-სეკ (Demi-sec) ან სემი დრაი (Semi-dry)

Abboccato, Halbtrocken, Semi-Dulce

32 – 50

ნახევრად ტკბილი

დუ (Doux) ან სვით (Sweet)

Doce, Dolce, Dulce, Mild

50-ზე მაღლა

ძალიან ტკბილი

ყოველწლიურად მსოფლიოში ცქრიალა ღვინოზე მოთხოვნა, სულ უფრო და უფრო იზრდება.

პოპულარული ღვინოები

11
ახაშენი

ახაშენი

წითელი ნახევრად ტკბილი

7
მანავი

მანავი

თეთრი მშრალი