კომპანია "შილდას" ღვინოები რუსეთის უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელში გაიყიდება

27 თებერვალი, 2017წ

გაზიარება

კომპანია "შილდას" ღვინოები რუსეთის უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელში გაიყიდება

კომპანია "შილდას" ღვინოები რუსეთის უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელში გაიყიდება

თებერვალში  მოსკოვში გამართულ  "Prod-Expo 2017"-ზე, რომელიც რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი სასმელებისა და პროდუქტების გამოფენაა, ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანია "შილდას"  კუთხემ, თავისი ორიგინალური გაფორმებით, დიდი ყურადღება მიიქცია.  ამ ქართული კომპანიის პროდუქციით ღვინის ბევრი  მოყვარული და დისტრიბუტორი დაინტერესდა.

"შილდამ" ასევე მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გამართა სამომავლო გეგმებზე ცნობილ რესტორნებთან Novikovgroup და Ginza Project. "შილდას" კუთხეს, ბევრი დაინტერესებული კომპანია ესტუმრა.

გამოფენის ფარგლებში კომპანიამ მნიშვნელოვანი კონტრაქტები გააფორმა ისეთ უმსხვილეს სუპერმარკეთებთან და ჰიპერმარკეტებთან, როგორიცაა Магнит, Ашан, Азбука Вкуса, Перекресток, Пятерочка.  ასევე დაიწყო მოლაპარაკებები ალკოჰოლური სასმელების უმსხვილეს დისტრიბუტორ კომპანიებთან.