5 ქართული ღვინო, რომელიც ჯანმრთელობაზე ყველაზე დადებითად მოქმედებს

29 მარტი, 2020წ

გაზიარება

5 ქართული ღვინო, რომელიც ჯანმრთელობაზე ყველაზე დადებითად მოქმედებს

5 ქართული ღვინო, რომელიც ჯანმრთელობაზე ყველაზე დადებითად მოქმედებს

კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მთელი დედამიწა შეძრა. ბევრი ადამიანი, ვინც უკეთ აზროვნებს, სახლშია გამოკეტილი და იცავს თვითიზოლაციის მკაცრ წესებს, რათა ვირუსის უკონტროლო გავრცელებას არ შეუწყოს ხელი.

მაგრამ რასაკვირველია, ჭამა და სმა ადამიანებს სჭირდებათ როგორც ძნელბედობის ჟამს, ასევე ბედნიერ და დალხენილ დროში. განსხვავება ძირითადად მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ დღეს ადამიანები უფრო მეტს ფიქრობენ ჯანმრთელობაზე, ვიდრე წინათ და აინტერესებთ ის ღვინოები, რომლებიც მათ უკეთ დაეხმარება ჯანმრთელობის პრობლემების დაძლევაში.

ზოგადად, ქართულ ღვინოს საუკეთესო თვისებები აქვს, თუმცა, ქართულ ღვინოთა შორისაც არის უკეთესი და უარესი. ამ ბლოგში 5 ისეთ ქართულ ღვინოს წარმოგიდგენთ, რომელიც ჯანმრთელობაზე ყველაზე დადებითად მოქმედებს.

1. ქინძმარაული

ეს ღვინო არამარტო საუცხოო არომატებით და გემოთი გამოირჩევა, არამედ ჯანმრთელობაზე დადებითი მოქმედებითაც. მასში ჭარბად არსებული პოლიფენოლები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები ქინძმარაულს საუკეთესო სასმელად აქცევს, უპირველეს ყოვლისა კი ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

2. უსახელოური

ეს უნიკალური ლეჩხუმური ღვინო ტანინებს გასაოცრად უხვად შეიცავს, ხოლო მისი ჰარმონიული გემო და საუკეთესო ჯიშური თვისებები თვითიზოლაციაში ყოფნის რეჟიმს მკვეთრად შეგიმსუბუქებთ.

შენიშვნა: უსახელოური ძალიან კარგია შოკოლადთან ერთად, ხოლო როგორც ექსპერტები საუბრობენ, შოკოლადიც ღვინის მსგავსად სასარგებლოა ჯანმრთელობის მთელი რიგი ასპექტებისთვის. ამიტომ ამ ღვინოს შოკოლადის დესერტთან ერთად გირჩევთ.

3. მანავი

თეთრი ღვინო ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ეფექტებით წითელს ჩამორჩება, თუმცა ის სასარგებლოა ფილტვის მუშაობისთვის, ხოლო მანავი კლასიკური თეთრი ღვინო გახლავთ. ამიტომ, რამდენიმე ჭიქა მანავი თვითიზოლაციაში ურიგო არ იქნება.

4. ხიხვი

ეს უნიკალური ბუნების თეთრი ღვინო ძალიან უხდება კალმახს. ის მცირე რაოდენობით არსებობს, თუმცა ჩვენს ინტერნეტმაღაზიაში ხიხვიც მოიძებნება.

უძველესი ქართული ჯიში შაქრის არაჩვეულებრივი კონცენტრაციით გამოირჩევა, რაც მას ჯანმრთელობისთვის მთელ რიგ დადებით ეფექტებთან ერთად საუკეთესო გემოსაც ანიჭებს.

5. ხვანჭკარა

ეს რაჭული ღვინო ბუნების ნამდვილი საგანძურია და აუცილებლად მიირთვით თვითიზოლაციაში ყოფნის დროს. გუნება-განწყობასაც აგიმაღლებთ და რეზვერატროლი, რასაც ის ჭარბად შეიცავს, სასარგებლოც არის.

დასასრულს იმის თქმა მსურს, რომ კორონავირუსის სიმპტომების არსებობისას და განსაკუთრებით მაშინ, თუ დაავადებას დაგიდგენენ, მკაცრად დაიცავით ექიმის მითითებები და მსგავსი მითითებების მიღებამდე ღვინოს ნუ მიეკარებით. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით Covid-19-ის შესახებ და არც ის ვიცით, თუ როგორ რეაგირებს ის სხვადასხვა ღვინოებზე. გარდა ამისა, ნებისმიერი ძლიერმოქმედი პრეპარატი, რითაც შესაძლოა, ვიმკურნალოთ, შეიძლება რეაქციაში შევიდეს ალკოჰოლთან და მოგვცეს ძალიან უარყოფითი ეფექტი. ამიტომ თუ თავს ცუდად გრძნობთ, ღვინოს ნუ დალევთ, როგორც წამალს. უმჯობესია, მედიკამენტებით იმკურნალოთ.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

26
ჩინური

ჩინური

თეთრი მშრალი

15.95
ჩინური

ჩინური

თეთრი მშრალი

73
ხარება

ხარება

წითელი მშრალი