5 ყველაზე მოთხოვნადი ქართული ღვინო, რომელიც უნდა დააგემოვნო თვითიზოლაციის დროს

25 მარტი, 2020წ

გაზიარება

5 ყველაზე მოთხოვნადი ქართული ღვინო, რომელიც უნდა დააგემოვნო თვითიზოლაციის დროს

5 ყველაზე მოთხოვნადი ქართული ღვინო, რომელიც უნდა დააგემოვნო თვითიზოლაციის დროს

ქართული ღვინო - თუ მას სათანადოდ მოვუვლით და კარგ პირობებში მოყვანილი ყურძნისგან დავამზადებთ, ტოლს არ უდებს მსოფლიოს მეღვინეობით განთქმული არცერთი რეგიონის საუკეთესო ღვინოებს. თუმცა რაღა თქმა უნდა, ყველა ჩვენებური ღვინო არ არის თანაბრად მოთხოვნადი და არც თანაბარი ფასი ღირს. ქართული ღვინოთა შორის ფასის მიხედვით განსხვავება თვალშისაცემია. 

სწორედ ქართული ღვინო ეხმარებოდა ჩვენს წინაპრებს ძნელბედობის ჟამს. ქართულ ღვინოს ძალა შესწევს, ჩვენც დაგვეხმაროს და გადაგვატანინოს თვითიზოლაცია, რომელიც აუცილებელია, რათა კორონავირუსი არ გავრცელდეს და მთელ ჩვენს ქვეყანას არ მოედოს. 

ქისი

ეს არის ქვევრის ღვინო, რომელიც მხოლოდ კახეთის რეგიონში და მხოლოდ ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოწეული ყურძნისგან მზადდება. მიუხედავად მაღალი ფასისა (ერთი ბოთლი საშუალოდ 40-50 ლარი ღირს) მასზე მოთხოვნილება ძალიან მაღალია.

უსახელოური

ის აღიარებულია არამხოლოდ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად, არამედ ასევე ყველაზე ძვირადღირებულ ქართულ ღვინოდ. უსახელოურის ჯიშის ყურძენი მხოლოდ ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოდის და მისგან გასაოცარი ღვინო მზადდება, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. ეს არის მართლაც გამაოგნებელი არომატების მქონე, ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო. მისი ერთი ბოთლის ფასი 170-200 ლარამდეა.

ხვანჭკარა

ის რაჭაში გავრცელებული ორი ჯიშის - ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნისგან მზადდება. ორივე ეს ჯიში რაჭაში არის ყველგან, მაგრამ ამის მიუხედავად ღვინო ძალიან მოთხოვნადია და ფასიც ძალიან ძვირი აქვს - 50-60 ლარის ფარგლებში.

ქინძმარაული

ეს არის ყველაზე მოთხოვნადი ქართული ღვინო საერთაშორისო ბაზარზე. უკვე მრავალი წელია, პირველობას არ თმობს. გასაოცრად პოპულარული ღვინოა, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთში. ის ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაკრეფილი საფერავის და უფრო იშვიათად, პინო ნუარის ჯიშების ყურძნისგან მზადდება. გამოირჩევა საუკეთესო არომატებით და ჰარმონიით.

მუკუზანი

ეს არის წითელი მშრალი ღვინო, რომელსაც ამზადებენ სოფელ მუკუზნის ტერიტორიაზე. მას კასრებში აძველებენ, რის შემდეგაც ვანილის და მოთრიმლული ტყავის არომატებს იძენს. 20 ლარამდე ღირს და ძალიან მოთხოვნადი ღვინოა.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

11.5
რეზერვი ნახევრადტკბილი

რეზერვი ნახევრადტკბილი

223
შატო ლიპარტიანი

შატო ლიპარტიანი

წითელი მშრალი

8.22
ალაზნის ველი

ალაზნის ველი

წითელი ნახევრად ტკბილი

25.95
რქაწითელი - მწვანე

რქაწითელი - მწვანე