რას ნიშავდა სიტყვა "სთველი" და როდის იწყებოდა რთველი ძველ საქართველოში

23 თებერვალი, 2017წ

გაზიარება

რას ნიშავდა სიტყვა "სთველი" და როდის იწყებოდა რთველი ძველ საქართველოში

რას ნიშავდა სიტყვა "სთველი" და როდის იწყებოდა რთველი ძველ საქართველოში

საქართველოში მევენახეობას ძირითადად ღვინის დასაყენებლად მისდევდნენ. მაგალითად, სამცხეში არსებობდა ყურძნის ჯიში, რომელსაც საღვინე ეწოდებოდა, აჭარაში კი შემორჩენილია ჯიში, რომელსაც საწური ჰქვია, თუმცა ყურძენს საქართველოში მარტო ღვინის დასაყენებლად არ წურავენ, დაწურული ყურძნის წვენს მაჭრადაც სვამენ, ყურძნის ასეთ ჯიშებს სამაჭრე ჰქვია. გურიაში არის ერთი ყურძნის ჯიში, რომელსაც ბადაგი ერქვა. არის საჭმელად განკუთვნილი ყურძნის ჯიშები ყურძნის ასეთ ჯიშებს სათვალოს უწოდებენ. ყურძნის ბევრი ჯიშის სახელწოდება მისი სადაურობის მაუწყებელია, მაგალითად წობანური, ქიშური, არაგვისპირული დიღმური, ოცხანური, ცოლიკოური და სხვა.

ვაზის ნაყოფის გამოყენება უკვე იმ დროიდან იწყებოდა, როდესაც ყურძენი ჯერ კიდევ სრულიად უწიფარი იყო. ამ ხნისა და თვისების ყურძენს ისრიმი ეწოდება. წელიწადის იმ ხანას, როდესაც ვაზის ნაყოფის დაკრეფა შეიძლებოდა, ძველად სთველი ერქვა, რომელიც რთველად ქცეულა დღემდე. ყურძნის დაკრეფის დრო, რა თქმა უნდა, ჯიშსა და ამინდთან იყო დაკავშირებული, კახეთში რთველი ყველგან ენკენისთვის პირველ ნახევარში იწყებოდა და 5-8 ოქტომბრამდე გასტანდა ხოლმე, მაგრამ ჩვეულებრივ ყურძნის დაკრეფა და დაწურვა საქართველოში ოქტომბერში ყოფილა.

ოქტომბერს ძველად სთველის თვე ეწოდებოდა, გარდა ამისა, ღვინობის თვესაც ეძახიან.

საქართველოში რთველის ტექნიკური საშუალებები სხვადასხვა თემში სხვადასხვა იყო. მტევანს ხელით ან დანით წყვეტენ, ყურძნის ჩასაწყობად კი შემდეგ ჭურჭელს  ხმარობენ: საყურძნე გოდოლი, კალათა, გიდელი, ძარი, ხოკი და ჩაჭრილო, ოწილარი თოკი. ზოგან საწნახელი და მარანი ვენახში იყო. მოკრეფილ  ყურძენს  უპირველესად  ფერისდა მიხედვით გადაარჩევდნენ, რადგან თეთრი ან მწვანე და შავ-წითელი ყურძენი ცალ-ცალკე უნდა დაწურულიყო, რომ ღვინოს სათანადო ფერი ჰქონოდა. გარდა ამისა, მაღლარი და დაბლარი ვაზის ყურძენიც ცალ-ცალკე ყოფილა იწურებოდა. პირველად  სწორედ საბაბილო ჭურს ავსებდნენ ანუ მაღლარი ვაზის ყურძნისგან დაწურული ტკბილით.

ყურძნის დაწურვასა და ღვინის დაყენებას განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა, რადგან ღვინოს დიდი ფასი ჰქონდა და სოფლის მეურნის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა. კარგი ღვინის დასაყენებლად ერთ-ერთ მთავარ პირობათაგანს სისუფთავის დაცვა შეადგენდა, ამიტომ ყურძნის დასაწურად განსაკუთრებული ნაგებობაც არსებობდა და ტექნიკური საშუალებანიც გააჩნდათ. ყურძნის დაჭყლეტისთვის განკუთვნილ ადგილს და მოწყობილობას სასაწნახელეს და საწნახელს უწოდებენ.

პოპულარული ღვინოები

87.2
ალავერდის ტრადიცია

ალავერდის ტრადიცია

40
გორული მწვანე-ჩინური

გორული მწვანე-ჩინური

თეთრი მშრალი