ჩინეთის ქალაქ პეკინში ღვინის უზარმაზარი მუზეუმი გაიხსნება

04 მარტი, 2020წ

გაზიარება

ჩინეთის ქალაქ პეკინში ღვინის უზარმაზარი მუზეუმი გაიხსნება

ჩინეთის ქალაქ პეკინში ღვინის უზარმაზარი მუზეუმი გაიხსნება

ჩინეთის ხელისუფლება ღვინის უზარმაზარი მუზეუმის ასაშენებლად 60 მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავს. ისინი ბორდოდან Cité du Vin- თან ითანამშრომლებენ.

ჩინეთის ხელისუფლება შეთანხმდა, რომ დააფინანსოს პეკინის ღვინის მუზეუმის მშენებლობა, რომლის ფართობი 18 ათასი კვადრატული მეტრი იქნება და Musée Universel du Vin ერქმევა. მუზუმი 2021 წელს უნდა გაიხსნას.

ფონდის წარმომადგენელის თქმით, მშენებლობა, სავარაუდოდ, დაახლოებით 60 მილიონი ევრო დაჯდება.

პეკინის მუზეუმი, რომელიც ფანშანში მდებარეობს, აკრძალული ქალაქიდან დაახლოებით 40 კილომეტრში იქნება.

მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ღვინოები მთელი მსოფლიოდან, მაგრამ პრიორიტეტი მიენიჭება ჩინურს და ფრანგულს.

მოსალოდნელია, რომ პეკინის ღვინის მუზეუმს მისი აშენებიდან პირველ წელს შეეძლება 500,000 ვიზიტორის მოზიდვა.

პოპულარული ღვინოები

49
ხვანჭკარა

ხვანჭკარა

წითელი ნახევრად ტკბილი

15.95
ბაგრატიონი ოქრო

ბაგრატიონი ოქრო

16.3
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი