საქართველოს ღვინის მონაკოელი სპეციალისტები ესტუმრნენ

30 იანვარი, 2020წ

გაზიარება

საქართველოს ღვინის მონაკოელი სპეციალისტები ესტუმრნენ

საქართველოს ღვინის მონაკოელი სპეციალისტები ესტუმრნენ

საქართველოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ და ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ რამდენიმე დღის წინ მონაკოს სომელიეთა ასოციაციის წარმომადგენლობით დელეგაციას უმასპინძლეს, რომელიც ასოციაციის პრეზიდენტისა და წევრებისგან შედგებოდა. დელეგაციას თან ჩამოჰყვა ჟურნალისტების ჯგუფი აღნიშნული ვიზიტის გასაშუქებლად.

ვიზიტი, მართალია, დიდხანს არ გაგრძელებულა, თუმცა, ის ძალიან დატვირთული და შინაარსობრივი აღმოჩნდა. დელეგაციის წევრები კახეთის და ქართლის ღვინის მარნებს ესტუმრნენ და მოინახულეს თბილისის და მცხეთის ღირსშესანიშნაობები.

მონაკოდან ღვინის სპეციალისტების ჩამოყვანა საკუთარ თავზე აიღო ყოფილმა მორაგბე ილია კახოიძემ. კახოიძე აქტიურად არის დაკავებული ღვინის ბიზნესით და 2013 წლიდან შეაქვს ქართული ღვინო საფრანგეთის ტერიტორიაზე. ყოფილ მორაგბეს მძიმე შრომა უწევდა, რადგან ქართული ღვინის ცნობადობის დონე საფრანგეთში ძალიან დაბალი იყო. მას ახლა იმედი აქვს, რომ მის მიერ ჩამოყვანილი მონაკოელი სომელიეები შეძლებენ, აქტიურად იმსჯელონ საფრანგეთში ქართული ღვინის შესახებ და მასაც საქმე გაუმარტივონ.

“მონაკოდან ამ ადამიანების ჩამოყვანის მიზანი იყო ქართული ქვევრის ღვინის მათთვის გაცნობა და ისიც გვსურდა, რომ ქართული ღვინის ისტორიას ადგილზე, კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში შეხებოდნენ. მინდა გითხრათ, რომ მათ პირველ დღეს უფრო გაუჭირდათ ქართული ღვინის აღქმა, მოგზაურობის ბოლოს კი ამბობდნენ, რომ ქართული ქვევრის ღვინო საუკეთესოა მსოფლიოში.

ფრანგი ღვინის სპეციალისტების აქ ჩამოყვანის იდეა საფრანგეთის ქალაქ ლიონში დაიბადა, როდესაც მონაკოელებთან საუბარში გავარკვიეთ, რომ იანვარი მათთვის თავისუფალი თვეა, რასაც ძირითადად უცხოეთში სამოგზაუროდ იყენებენ. ჩვენ არ დავკარგეთ დრო, ეს პერიოდი სათანადოდ გამოვიყენეთ და ვფიქრობ, რომ შედეგებიც სათანადო მივიღეთ.

დადასტურებულად ვიცი, რომ საქართველოში ნამყოფი ცნობილი სომელიეები სულ მალე გააკეთებენ შემაჯამებელ შეფასებებს. ამას მთელი მსოფლიო წაიკითხავს და გაეცნობა. როგორც იცით, ამ ჯგუფში ღვინის ჟურნალისტებიც ბევრნი იყვნენ, რომლებმაც უკვე დაიწყეს სტატიების მომზადება და მალე ტელესიუჟეტებსაც მოამზადებენ. რაც მთავარია, მთელს ვიზიტზე ფრანგი ჟურნალისტების მიერ ასევე მომზადდება დოკუმენტური ფილმი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხარისხიანი ღვინის ევროპაში პუპულარობისათვის“, – განაცხადა ილია კახოიძემ.

მონაკოელ სტუმრებს საქართველოში მოგზაურობისას დახმარება ღვინის ცნობილმა გიდმა, მაკა თარაშვილმა გაუწია. ქალბატონი მაკას შეფასებით, აღნიშნული ვიზიტი ქართული მეღვინეობისათვის ბევრი სიკეთის მომტანი იქნება და ღვინის ტურიზმის განვითარების მხრივ ჩვენს ქვეყანას ძალიან წაადგება.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

21.6
ჭაჭა რქაწითელი

ჭაჭა რქაწითელი

11.5
რეზერვი ნახევრადტკბილი

რეზერვი ნახევრადტკბილი

9.2
ალაზნის ველი

ალაზნის ველი

25.95
ტვიში

ტვიში

თეთრი ნახევრად ტკბილი