საქართველო ღვინის და მრავალხმიანობის აკვანი" – გია ბაღაშვილის პრეზენტაცია პრაღაში

27 იანვარი, 2020წ

გაზიარება

საქართველო ღვინის და მრავალხმიანობის აკვანი" – გია ბაღაშვილის პრეზენტაცია პრაღაში

საქართველო ღვინის და მრავალხმიანობის აკვანი" – გია ბაღაშვილის პრეზენტაცია პრაღაში

პრა­ღა­ში, 24 იანვარს, ჩეხეთის რესპუბლიკაში არსებულ სა­ქარ­თვე­ლოს საელ­ჩოს­ შენობაში ჩა­ტარ­და ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მუსიკათმცოდნის, პროფესორ გია ბა­ღაშ­ვი­ლის პრეზენტაცია სახელწოდებით “სა­ქარ­თვე­ლო ღვი­ნი­ს და მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბის აკ­ვა­ნი".

პრეზენტაცია რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტთან ერთად კიდევ იმითაც იყო გამორჩეული, რომ მას დიპლომატიური კორპუსის ბევრი წარმომადგენელი დაესწრო მსოფლიოს 10 ქვეყნიდან. ესენი იყვნენ თურ­ქე­თის, ეს­პა­ნე­თის, ტა­ი­ლან­დის, უნ­გრე­თის, პე­რუს, გა­ნას, მოლ­დო­ვას, სომ­ხე­თის, იე­მე­ნი­სა და ეგ­ვიპ­ტის ელჩები.

გია ბაღაშვილის ლექციამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე. გთავაზობთ რამდენიმე ელჩის გამონათქვამებს, რაც პორტალმა “ამბები.ჯი”-მ გაავრცელა:

"გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და აღ­ტა­ცე­ბუ­ლი ვარ ქარ­თვე­ლი პრო­ფე­სო­რის პრე­ზენ­ტა­ცი­ის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხით. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ დღეს აქ ყოფ­ნის საშუალება მო­მე­ცა", – განაცხადა ანხელ ლოსადა ტორეს ქუვეიდომ, ესპანეთის ელჩმა ჩეხეთში.

ქების სიტყვები არ დაუშურებია გია ბაღაშვილის მისამართით ასევე საიდ მოჰამედ ელსაიდ ჰინდემს, ეგვიპტის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჩეხეთის რესპუბლიკაში:

„და­უ­ვი­წყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბით მივ­დი­ვარ პრო­ფე­სორ ბა­ღაშ­ვი­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­ი­დან. გან­ცვიფ­რე­ბუ­ლი დავ­რჩი იმ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით, რომელიც სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხის სიმ­ღე­რებს გა­მო­არ­ჩევს. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იყო სა­მეც­ნი­ე­რო მა­სა­ლის გაც­ნო­ბა, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს რომ ღვი­ნის წარ­მო­შო­ბის 8000 წლი­ა­ნი ის­ტო­რია სწო­რედ თქვენს ქვე­ყა­ნას უკავ­შირ­დე­ბა. დღე­ვან­დელ­მა სა­ღა­მომ მომ­ცა სტი­მუ­ლი ბევ­რად მეტი შე­ვი­ტყო სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ".

გია ბაღაშვილმა ელჩებთან ისაუბრა ქართულ პოლიფონიურ მუსიკასა და ასევე იმაზე, რომ საქართველო არის ღვინი სამშობლო. მან ელჩებს ამცნო, რომ ქართული “ჩაკრულო” კოსმოსშია გაგზავნილი “ვოიაჯერის” მისიის მეშვეობით, რომელიც უკვე გასცდა მზის სისტემას და გავიდა ვარსკვლავთშორის სივრცეში. “ვოიაჯერ 1”, რომელზეც “ჩაკრულო” ოქროს ფირფიტაზეა დატანილი, შესაძლებელია, ძალიან დიდი ხნის შემდეგ, გალაქტიკის მეორე მონაკვეთში მოისმინონ არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენლებმა და იცოდნენ, რომ მზის სისტემაში არსებობდა ადამიანთა მოდგმა, რომელსაც მსგავსი მშვენიერი მუსიკის შექმნა შეეძლო.

პრეზენტაციის შემდეგ საელჩოში სტუმრებისვის მიღება გაიმართა, სადაც ელჩებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

20.95
საფერავი ქვევრი

საფერავი ქვევრი

15.8
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

41.95
საფერავი - I LOVE YOU

საფერავი - I LOVE YOU

11.5
რეზერვი ნახევრადტკბილი

რეზერვი ნახევრადტკბილი