პრესტიჟულ გამოფენაზე 16 ქართული კომპანიის პროდუქცია წარადგინეს

22 იანვარი, 2020წ

გაზიარება

პრესტიჟულ გამოფენაზე 16 ქართული კომპანიის პროდუქცია წარადგინეს

პრესტიჟულ გამოფენაზე 16 ქართული კომპანიის პროდუქცია წარადგინეს

“მწვანე კვირეული” – ასე ეწოდება გამოფენას, რომელიც ბერლინში იმართება. ეს ძალიან პრესტიჟული გამოფენაა, რომელიც დაარსებიდან რიგით 85-ეა. მასში 16-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო “ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

გამოფენა ეძღვნება სოფლის მეურნეობის სფეროში დანერგილი სიახლეების წარმოჩენას, საკვებ პროდუქტებს და მებაღეობას. ის 94 წლის წინ, 1926 წელს დაარსდა, ხოლო გამოფენაში მონაწილეობის ხელშეწყობას რაც შეეხება, ის მთლიანად ჩვენმა სახელმწიფომ აიღო საკუთარ თავზე. ქართული ექსპორტის ხელშეწყობისთვის ბევრად უფრო მასშტაბური და ბევრად უფრო "აგრესიული" პიარკამპანიებია საჭირო, თუმცა მსგავსი ღონისძიებებიც მცირედ რამედ ღირს და იმედია, რომ ის 16 კომპანიაც, რომლების პროდუქციაც გამოფენაზე იქნა წარდგენილი, ხარისხს ქმნიან და არ არიან ხელისუფლებასთან მიტმასნილი და ხელისუფლებისადმი მონურად მორჩილი ფირმები, რომლებიც წარადგინეს კონფორმიზმის და სიჩუმის სანაცვლოდ.

გამოფენაზე განთავსებულ ქართულ სტენდზე რაღა თქმა უნდა, ძირითადი ადგილი ქართულ ღვინოს ეთმობოდა. ღვინო გერმანიაში საექსპორტოდ განკუთვნილი მთავარი და ლამის ერთადერთი ქართული პროდუქტია, რაც კარგი სულაც არ არის და რაზეც ცოტა ხნის წინ გერმანიის ელჩმაც ისაუბრა. საქართველოს ნამდვილად შეუძლია, ბევრად უფრო მრავალფეროვანი პროდუქცია აწარმოოს და გაიტანოს გერმანიის და ევროკავშირის სხვა ქვეყნების ბაზრებზე, რაც ჯერჯერობით, ქართული ეკონომიკის უაღრესი ჩამორჩენილობიდან გამომდინარე, სათანადოდ ვერ ხერხდება.

ქართულ სტენდზე ღვინის გარდა იყო ასევე ჭაჭა, ლიმონათი, ნატურალური წვენები, ჩირი, თაფლი და ჩაი.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გამართა ლიეტუვის, ბელარუსის და ესტონეთის მაღალი თანამდებობის პირებთან. მათ ვეტერინარიის და ფიტოსანიტარიის კუთხით არსებულ პრობლემებე ერთობლივად იმსჯელეს.

გამოფენაზე წარდგენილი იყო ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები და ასევე ხორცი, ხილი, ძეხვეული, ზღვის პროდუქტები, საოჯახო მეურნეობისთვის საჭირო აღჭურვილობა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების იარაღი.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

39.8
ბოთლის ვაკუუმ საცობი და ტუმბო CONCERTO (5 ერთეული)

ბოთლის ვაკუუმ საცობი და ტუმბო CONCERTO (5 ერთეული)

15.95
ბაგრატიონი ოქრო

ბაგრატიონი ოქრო

13
მუკუზანი

მუკუზანი

წითელი მშრალი