ტუნისის მცდელობები, ადგილი დაიმკვიდროს ღვინის ტურიზმის ქვეყნად

19 იანვარი, 2020წ

გაზიარება

ტუნისის მცდელობები, ადგილი დაიმკვიდროს ღვინის ტურიზმის ქვეყნად

ტუნისის მცდელობები, ადგილი დაიმკვიდროს ღვინის ტურიზმის ქვეყნად

ტუნისი ტურიზმის ქვეყანას ნამდვილად წარმოადგენს – მისი შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ საზღვარგარეთიდან ჩასული ვიზიტორების რაოდენობა განაპირობებს. თუმცა, აღნიშნულ აფრიკულ ქვეყანას ბოლო დროს სურს, ტურიზმის შედარებით უფრო სპეციფიკური დარგი, ღვინის ტურიზმი განივითაროს და აღნიშნული მიმართულებითაც წარმოჩინდეს, როგორც მიმზიდველი ქვეყანა დასასვენებლად ჩასული დასავლელებისთვის, მაგრამ როგორ უნდა გახდეს ეს შესაძლებელი მაშინ, როცა მისი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ალკოჰოლური სასმელების, მათ შორის კი, ღვინის მოხმარებას, მომაკვდინებელ ცოდვად მიიჩნევს?

ტუნისში ვაზი ძირითადად ზღვის სანაპიროდან რამდენიმე ათეული კილომეტრის გაყოლებით არის გაშენებული, სადაც უდაბნო არ არის, ვენახებში კი ძირითადად ქალები მუშაობენ, რომლებსაც ისლამი ღვინის სმას უსასტიკესად უკრძალავს. მანაკაცებს ტუნისურ ვენახებში თითქმის ვერასოდეს ვერ შეხვდებით – ამ მკვეთრად აღმოსავლურ და პატრიარქალურ ქვეყანაში ისინი ისვენებენ, როცა ქალები აუტანელ სიცხეში ჯაფით იწყვეტენ წელებს.

ტუნისურ ღვინოს ცუდად იცნობენ მეზობელ იტალიასა და მალტაზე. იქ ადამიანებს დიდად არ სწამთ, რომ აფრიკულ სახელმწიფოში კარგი ღვინის დამზადება შეუძლია ხალხს, რომელიც ამ ღვინოს თავად არ მოიხმარს. მაგრამ ტუნისის ხელისუფლებამ უკვე გააკეთა პირველი “Route du vin” – როგორც ეს გზების სიახლოვეს დარჭობილ ტრაფარეტებზეა აღნიშნული. ღვინის გზის მოწყობის იდეა აქ რამდენიმე წლის წინ დაიბადა და ის უახლოეს წარსულში სისრულეში იქნა მოყვანილი.

ტუნისს ღვინის უძველესი ტრადიციები გააჩნია. ეს ნამდვილად არ არის საქართველო – ღვინის სამშობლო, სადაც უწყვეტი შთამომავლობითი ბმა არსებობს ღვინის უძველეს დამამზადებლებთან. მაგრამ ყურძნის მოყვანის და ღვინის დაყენების ტრადიცია ამ აფრიკული ქვეყნის ტერიტორიაზე არსებობს იმ დღიდან, როცა მის მიწაზე პირველმა ფინიკიელმა ზღვაოსნებმა დადგეს ფეხი და ქალაქი კართაგენი დააფუძნეს. პუნიკურ მწერლობას დიდი დამსახურება მიუძღვის ადამიანთა მიდგმის წინაშე იმით, რომ ეს ერთ-ერთი უძველესთგანია მთელ მსოფლიოში, რომელმაც ვაზის და ღვინის შესახებ ცნობები შემოგვინახა. კართაგენელმა მწერალმა მაგონმა 28 ტომისგან შემდგარი კრებული დაწერა, სადაც დეტალურად აღწერს ვაზის სხვადასხვა ჯიშებს, მათი მოვლის ტექნოლოგიას, იმას, თუ რატომ ხარობს ვაზი მაინცდამაინც დღევანდელი ტუნისის ჩრდილოეთში და ა. შ.

რომაელებმა, მართალია, კართაგენი ომში დამარცხების შემდეგ დაანგრიეს, ხოლო მისი მოსახლეობა მონებად გაყიდეს, მაგრამ მაგონის ნაშრომი ლათინურ და ბერძნულ ენებზე თარგმნეს და სწორედ ამგვარად მიაღწია მან ჩვენამდე.

დღეს ტუნისი ცდილობს, მაგონის სახელი აქტიურად გამოიყენოს ღვინის ტურიზმით დაინტერესებული ადამიანების მისაზიდად. ეს სახელმწიფო ცდილობს, დასავლეთი დაარწმუნოს, რომ კართაგენული ცივილიზაციის პირდაპირი შთამომავალია, თუმცა კულტურის თვალსაზრისითაც და ენობრივი თვალსაზრისითაც ტუნისს არაფერი აკავშირებს კართაგენსა და ფინიკიურ კულტურასთან. კართაგენი იყო დემოკრატიულ საწყისებზე დაფუძნებული უზარმაზარი ქალაქი-სახელმწიფო, რომელიც მსოფლიო ბატონობას თვით რომს ეცილებოდა. მის საზოგადოებაში ქალებს განუსაზღვრელად უფრო მაღალი სოციალური სტატუსი და უფლებები ჰქონდათ, ვიდრე თანამედროვე ტუნისში, სადაც ისლამი დომინირებს და სადაც არაბული ცივილიზაციის ნაწილი ტუნისელები ცხოვრობენ. თუ ქართველები პირდაპირი შთამომავლები ვართ ჩვენი უძველესი წინაპრების და თანაც იმდენადაც კი, რომ ენასაც კი არ განუცდია დიდი ცვლილება და თავისუფლად ვკითხულობთ ისეთ უძველეს წიგნს, როგორიც “შუშანიკის წამებაა”, თანამედროვე ტუნისელი ვერაფერს ვერ გაუგებს ფინიკიელების მიერ დაწერილ ტექსტებს. თუმცა, ეს აფრიკული სახელმწიფო მაინც, რომ იტყვიან, “თავისას ცდილობს”, რათა მიიღოს შემისავლები ღვინის ტურიზმიდან, რომელიც ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დარგია მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ბოლო წლებში.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

27.95
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

22.5
ღვინის გამაგრილებელი VINEYARD

ღვინის გამაგრილებელი VINEYARD

61.95
4 სახეობის ღვინო საკოლექციო

4 სახეობის ღვინო საკოლექციო

17.4
ჭაჭა ორიგინალი

ჭაჭა ორიგინალი