მოსაზრება, რომ ყველა ძველი ღვინო საუკეთესოა, გამოუსადეგარია

23 დეკემბერი, 2019წ

გაზიარება

მოსაზრება, რომ ყველა ძველი ღვინო საუკეთესოა, გამოუსადეგარია

მოსაზრება, რომ ყველა ძველი ღვინო საუკეთესოა, გამოუსადეგარია

ბევრი ჩვენთაგანი ხანგრძლივი გამოცდილების და ღვინის სფეროში არცთუ ისე მცირე ცოდნის მიუხედავად, არ ენდობა საკუთარ შთაბეჭდილებებს და ელის, რომ ღვინის სპეციალისტი მას საუკეთესო რჩევებს მისცემს, თუ როგორი ღვინო შეიძინოს და არცთუ ისე უსაფუძვლოდ: ღვინის სამყაროში არსებობს უამრავი გამოუსადეგარი კლიშე და მავნე მოსაზრება, რასაც დახმარების ნაცვლად, თქვენთვის მხოლოდ ხელის შეშლა შეუძლია.

ყოველწლიურად საქართველოში ერთი ადამიანი საშუალოდ 17 ლიტრ ღვინოს მოიხმარს, რითაც ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში 41-ე ადგილზეა. ეს არის საქართველოში მოხმარებული ღვინის ოდენობა და აქ არ შედის ცქრიალა ღვინოების, პორტვაინის და შამპანურის კონსუმირების სტატისტიკა. მაგრამ ბევრი ჩვენთაგანი ღვინოს მოიხმარს გაუცნობიერებლად, ყოველგვარი მომზადების და სათანადო ცოდნის გარეშე. აი, ასე: გაგვასინჯებენ რომელიმე რესტორანში ღვინოს, ჩვენ კი მოწონებას გამოვთქვამთ და ვიწყებთ სმას, მიუხედავად იმისა, რომ ღვინო არ ვარგა.

ერთი რამ ცხადია: ღვინო ელიტარული სასმელია და სულაც არ არის სამარცხვინო, თუ მას კარგად არ ვიცნობთ. მთავარია, ნათლად ვიცოდეთ, თუ რას ვყიდულობთ და რამდენად. როცა ღვინის მაღაზიაში წასვლას ან ონლაინ ღვინის შეკვეთას დააპირებთ, საკუთარ თავს დაუსვით შემდეგი კითხვები: რომელი ღვინის შეძენა მსურს – წითელის, თეთრის თუ როზეს? რა გემო უნდა გააჩნდეს ჩემ მიერ შერჩეულ ღვინოს, ტკბილი უნდა იყოს, ნახევრადმშრალი თუ მშრალი? მძიმე ღვინო უნდა იყოს თუ მსუბუქი დასალევი? რა ფასის ფარგლებში უნდა შევიძინო მე ჩემთვის სასურველი ღვინო? ეს თქვენ საქმეს მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ.

თუმცა, ამ შეკითხვათა ჩამონათვალში, თუ ყურადღებას მიაქციეთ, არაფერი გვაქვს ნათქვამი ღვინის ასაკის შესახებ. ბევრი ადამიანი ფიქრობს (და ეს მოსაზრება ძალიან ფართოდ არის გავრცელებული), რომ ძველი ღვინო ყოველთვის ნიშნავს კარგს. ბევრი სპეციალურად ეძებს ძველ ღვინოს, როგორც ხარისხიანს. ტრადიციულად, ღვინის სიძველე ხარისხის და სიკარგის გამომხატველად მიაჩნია მოსახლეობის დიდ ნაწილს.

არადა, საქმე უფრო რთულადაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

ღვინის სიძველე ყოველთვის არ არის მისი მაღალი ხარისხის გამომხატველი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ღვინის შემთხვევაში დაძველება მართლაც პოზიტიურად მოქმედებს ღვინის ხარისხზე. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სიძველე არ არის ის კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ღვინის სიავკარგეზე მსჯელობა შეგვიძლია. პირიქით, ტანინებით ღარიბი წითელი ღვინოების და მჟავიანობით და ალკოჰოლით ღარიბი თეთრი ღვინოების შემთხვევაში სიძველე ღვინის უარყოფითი თვისება უფროა, ვიდრე დადებითი.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

10.1
ალაზნის ველი

ალაზნის ველი

წითელი ნახევრად ტკბილი

41.95
საფერავი რეზერვი

საფერავი რეზერვი

წითელი მშრალი

27
საფერავი კაბერნე ფრანი

საფერავი კაბერნე ფრანი