სენსაციური დასკვნა: წითელი ღვინო შოკოლადის მსგავსად ნაოჭებს და კანის დაბერების პროცესს ებრძვის

12 დეკემბერი, 2019წ

გაზიარება

სენსაციური დასკვნა: წითელი ღვინო შოკოლადის მსგავსად ნაოჭებს და კანის დაბერების პროცესს ებრძვის

სენსაციური დასკვნა: წითელი ღვინო შოკოლადის მსგავსად ნაოჭებს და კანის დაბერების პროცესს ებრძვის

რაც დრო გადის და რაც უფრო მეტად ვითარდება მეცნიერება – რაც უფრო უკეთ იხვეწება სამეცნიერო ტექნოლოგიები და კვლევის მეთოდოლოგიები, მით უფრო გასაოცარი დასკვნები და აღმოჩენები კეთდება ღვინის სასარგებლო და გამაჯანსაღებელი თვისებების შესახებ. ამ დასკვნების და აღმოჩენების თანახმად განსაკუთრებით სასარგებლოა წითელი ღვინო, რომელსაც დადებითი ეფექტი მიეწერება გულის და სისხლძარღვების მკურნალობის პროცესში. წითელი ღვინო არეგულირებს სისხლის მიმოქცევას და ეხმარება ადამიანის ორგანიზმს სიჯანსაღის შენარჩუნებაში, თუმცა ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა მის შესახებ კიდევ ერთი სერიოზული აღმოჩენა გააკეთეს, რაზეც ამ სტატიაში გვექნება საუბარი.

ვისაც შოკოლადთან ერთად წითელი ღვინის დაგემოვნება უყვარს, ახლა უკვე საუკეთესო მიზეზი აქვს საიმისოდ, რათა თავისი სასიამოვნო საქმიანობა მომავალშიც განაგრძოს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შოკოლადი, ისევე, როგორც წითელი ღვინო, კანის დაბერების პროცესს აჩერებს და ნაოჭების წარმოქმნას ებრძვის.

როგორც მრავალჯერადი სამეცნიერო დაკვირვების და კვლევების შედეგად გაირკვა, წითელი ღვინო და შოკოლადი ხელს უწყობს უჯრედების გაახალგაზრდავების პროცესს. ამ დროს წარმოიქმნილი ახალი უჯრედების ქცევა იმგვარია, როგორც მათზე ბევრად უფრო ახალგაზრდა უჯრედების.

მსგავსი გასაოცარი ამბის მიზეზი ფლავონოიდებში უნდა ვეძებოთ. მათ ჭარბი ოდენობით შეიცავს როგორც წითელი ღვინო, ასევე შოკოლადი. თითოეულ ფლავონოიდს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ძალიან კარგი ეფექტი გააჩნია.

მეცნიერები დიდხანს ატარებდნენ ცდებს. მათ სცადეს, დაბერების პროცესში მყოფი უჯრედებისთვის ქიმიკატებით ემკურნალათ, რომლებიც იმ ბუნებრივ ნივთიერებებზე იყო დამზადებული, რომლებიც შედის წითელი ღვინის, მუქი შოკოლადის, წითელი ყურძნის და მოცვის შემადგენლობაში. ამ ნივთიერებათა ზემოქმედებით ყოველი უჯრედი ავლენდა ცვლილებებს და მათი ქცევები ისეთი იყო, როგორიც ახალგაზრდა უჯრედების. მეცნიერები ამით სენსაციურ დასკვნამდე მივიდნენ, დაინახეს რა, რომ ამ ნივთიერებათა მეშვეობით თითოეული უჯრედი გაახალგაზრდავდა.

“მე ჩემი ექსპერიმენტი მრავალგზის გავიმეორე და ყოველ ჯერზე უჯრედების გაახალგაზრდავება არავითარ ეჭვს არ იწვევდა”, – განაცხადა ევა ლატორემ, რომელიც სათავეში უდგას სამეცნიერო ჯგუფს, რომელიც დაბერების პრიცესზე სხვადასხვა ნივთიერებების ზეგავლენას სწავლობს.

ევა ლატორე დარწმუნებულია, რომ მისი კვლევის შედეგები პროგრესს ემსახურება და ისინი მომავალში ჩვენ დაბერების საწინააღმდეგო ეფექტური თერაპიის შემუშავებამდე მიგვიყვანს.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

41.95
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

14
ცქრიალა ნახევრად ტკბილი

ცქრიალა ნახევრად ტკბილი

25
კაბერნე რეზერვი

კაბერნე რეზერვი

წითელი მშრალი