ქართული ღვინო პოლონურ საშობაო ბაზრობაზე წარადგინეს

10 დეკემბერი, 2019წ

გაზიარება

ქართული ღვინო პოლონურ საშობაო ბაზრობაზე წარადგინეს

ქართული ღვინო პოლონურ საშობაო ბაზრობაზე წარადგინეს

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა მარკეტინგულმა კომპანია “ვინისფერამ” ქართული ღვინო პოლონეთში საშობაო ბაზრობაზე წარადგინა.

წარდგენა მოხდა კამპანიის ფარგლებში, რომელსაც “შეიცანი საქართველო” ეწოდება.

ქართულ ღვინოსთან ზიარება ღვინის პოლონელმა მოყვარულებმა შეძლეს ქალაქ ოპოლეში, ხოლო დეკემბრის პირველი ნახევრის შემდეგ ანალოგიური შესაძლებლობა ტორუნის და უსტრონის მაცხოვრებლებსაც მიეცემათ.

თუმცა, მხოლოდ ქართული ღვინო არ არის ის, რისი დაგემოვნების შესაძლებლობაც პოლონელ მომხმარებლებს კამპანიის ფარგლებში ექნებათ. აქ მოხდება ასევე ქართული ტრადიციული სამზარეულოს პრეზენტაცია და ჩვენი სამზარეულო პოლონეთში თავისი საუკეთესო ნიმუშებით იქნება წარდგენილი.

პოლონეთი არის საქართველოს ძალიან დიდი მეგობარი და მოკავშირე სახელმწიფო, რომელიც მხარს გვიჭერს ყველა სტრატეგიულ საკითხში, მათ შორის ყველაზე უმთავრესი საკითხების ჩათვლით, რაც ჩვენი ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგაციას გულისხმობს. ამასთან ერთად, პოლონური ბაზარი ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების ხუთეულშია. ჩვენთვის პოლონურ ბაზარს არსებითი დანიშნულება გააჩნია, ამიტომ აქ ქართული ღვინის წარმოჩენა უაღრესად მნიშვნელოვანია.

ნიშანდობლივია, რომ 2019 წლის ბოლო 11 თვის მონაცემების თანახმად, პოლონეთში შევიდა 3,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ქართული ღვინო, რაც 24 %-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

8.95
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

9
მაესტრო ნახ/ტკბილი

მაესტრო ნახ/ტკბილი

ნახევრად ტკბილი

41.9
რქაწითელი ქვევრის

რქაწითელი ქვევრის

თეთრი მშრალი