უმჯობესდება თუ არა ყველა ღვინო დაძველებასთან ერთად?

08 დეკემბერი, 2019წ

გაზიარება

უმჯობესდება თუ არა ყველა ღვინო დაძველებასთან ერთად?

უმჯობესდება თუ არა ყველა ღვინო დაძველებასთან ერთად?

მიხაელ მეგერი ღვინის ცნობილი მაგისტრია. ის სპეციალურად ჩავიდა ესპანეთის მეღვინეობით სახელგანთქმულ და უძველეს რეგიონში, რომელსაც რიას ბაიხასი ეწოდება, ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, პორტუგალიასთან ახლოს. მას ალბარინიოს დაგემოვნება სურდა. ეს არის ვაზის ესპანური თეთრყურძნიანი ჯიში, რომლის ღვინოსაც ანალოგიურად ჰქვია. ამ ღვინის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ის მაქსიმუმ ერთ წელიწადში უკვე ისმება. ძალიან კარგად ეხამება ზღვის პროდუქტებს და ყველს. თუმცა, მიხაელ მეგერის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მას 15 წლის ალბარინიო მიართვეს.

მაგისტრის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ძველი ღვინო დააგემოვნა და აღმოაჩინა, რომ მას ისევ ახალგაზრდული გემო, ღია ფერი და კომპლექსურობა გააჩნდა. მაგრამ ყველაზე გასაოცარი რაც იყო, ღვინო ძალიან ჰგავდა ძველ რისლინგს და ბურგუნდიულ შარდონეს, რის მისაღწევადაც ადგილობრივმა მევენახეებმა და მეღვინეებმა უზარმაზარი ძალისხმევა ჩადეს.

ალბარინიო იგივე ალვარინიოა, რაზეც ჩვენ ერთ ბლოგში უკვე გვქონდა საუბარი. მისგან პორტუგალიაში სახელგანთქმულ ვინო ვერდეს ამზადებენ, რაც სიტყვასიტყვით “მწვანე ღვინოს” ნიშნავს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს ღვინო სწრაფად უნდა დაილიოს. ასე სვამენ კიდეც მას, დაყენებიდან ერთ ან ორ წელიწადში. ეს იმდენად თხელი და მსუბუქი ღვინოა, რომ ხშირად აპერეტივადაც გამოიყენება.

აქამდე აღნიშნულ ღვინოს არ აძველებდნენ, მაგრამ ამჟამად ეს ასე აღარ არის და ალვარინიომ დაძველების კარგი პოტენციალი რადგან გამოამჟღავნა, ეს პრობლემას აღარ წარმოადგენს.

ალვარინიოს / ალბარინიოს აქვს მჟავიანობის მაღალი დონე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაძველების პოტენციალი მას უდავოდ გააჩნია. საერთოდ, მჟავიანობის მაღალი კონცენტრაციის მქონე ღვინოები კარგად ინახება, რადგან მჟავა კონსერვაციის ბუნებრივი საშუალებაა და ღვინოს ინახავს. შედარებით გრილი კლიმატი ყურძენს ბოლომდე დამწიფების საშუალებას არ აძლევს, შესაბამისად, ღვინო მჟავეა, ხოლო ამის შედეგად ის კარგად ძველდება და ინახება.

ალბარინიო არ არის ერთადერთი თეთრყურძნიანი ესპანური ჯიში, რომლის ღვინოების დაძველება ბოლო პერიოდში აქტიურად დაიწყეს. ესპანეთში დღეს თეთრ ღვინოებს უკვე ხშირად აძველებენ. იგივე ხდება საფრანგეთის ლანგვედოკში, რომელიც წინათ ძველი თეთრი ღვინოებით არ გამოირჩეოდა. მეღვინეები კარგად ჩასწვდნენ დაძველების მექანიზმებს და უკვე საუკეთესო ღვინოებს აყენებენ, ძირითადად 15-წლიანი დაძველებით.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

25.95
ხვანჭკარა

ხვანჭკარა

წითელი ნახევრად ტკბილი

20.95
ქართული

ქართული

წითელი მშრალი ღვინო